#58548361 · 31 Oct 2021, 22:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ მუშაობს არსებული სისტემა. მუშაობს კი არა, სამარცხვინოა რაც ხდება არჩევნების დროს და გულის ამრევი ამ პროცესის ყურება. ქაღალდი, ფურცელი, სიები და მოზვერის მაგვარი კოორდინატორები უნდა გაქრნენ პროცესიდან.
ტექნოლოგია არსებობს და პირობებს აკმაყოფილებს (ხალხის რაოდენობის მხრივ) საქართველო რომ ეს მოხერხდეს.
ყველა მაქალაქე ვისაც ხმის მიცემის უფელბა აქვს, იქნეს დარეგისტრებული სახის ამოცნობის სისტემაში (ტელეფონებზე რომ არის). ჰქონდეს ხალხს შესაძლებლობა ტელეფონიდან, კომპუტერიდან ამ მეთოდით მისცეს ხმა იმას ვისაც უნდა სრული კონფედენცილურობის დაცვის გარანტიით. ვისაც ტელეფონი და/ან კომპუტერი არ ქვს, მათთვის არჩევნების დროს გაიხსნას პუნქტები სადაც შეძლებენ მისვლას და ხმის მიცემას.
როგორც მინიმუმ სამი ინსტანცია უნდა ზედამხედველობდეს პროცესს. ერთი უნდა იყოს რომელიმე რეპუტაციული/სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, მეორე უნდა იყოს კომპანია რომლის კომპუტერული სისტემაც არის გამოყენებული პროცესში და მესამე საქართველოს წამომადგენლობა.
შესაძლებელია ამის გაკეთება. მოდელივით ვიქნებით საქართველო ეს თუ მოვახერხეთ. ექსპერიმენტივით მაინც გააკეთეთ. მე მგონია რო ექსპერიმენტი მკვეთრად დადებით შედეგს აჩვენებს იმასთან შედარებით რაც ახლა ხდება.
|