ეუთოს ქართველ თანამშრომლებს, გრცხვენოდეთ!
ეუთოს ქართველ თანამშრომლები გუშინ მხილებულ იქნენ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის
მთავარი დასკვნის არაკეთილსინდიერ, მიკერძოებულ თარგმნაში. როგორც ჩანს, მათ შერცხვათ, და დღეს, ჩუმად, ყოველგვარი ახსნის და გამოცხადების გარეშე შეცვალეს პრეს-რელიზის ტექსტი, და შეალამაზეს გუშინდელი სამარცხვინო თარგმანი: „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და საასპარეზო პირობებს ცვლიდა“.როგორც ვხედავთ, დღევანდელ ვერსიაში დაამატეს პირდაპირი მითითება „მმართველ პარტიაზე” და დაზუსტება „დამატებით“, რომელიც გუშინ „გამორჩათ".
ეს არ არის საკმარისი! ორიგინალში ვკითხულობთ: „Sharp imbalances in resources, and an undue advantage of incumbency further benefited the ruling party and tilted the playing field.“ ორიგინალის შესაბამისად, შესაცვლელია შეფასების ორი ცენტრალური ელემენტი! პირველი: ორიგინალში ეუთო მმართველ პარტიას ბრალს დებს უკანონო უპირატესობის გამოყენებაში. ორიგინალში გამოყენებულ ფორმულას „an undue advantage“-ს სრულიად კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. ამ ფორმულით აღწერენ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის არამართებულ, უკანონო გამოყენებას. არაფრისმთქმელი, ეფთემისტური „შეუსაბამო უპირატესობის“ გამოყენებით ვერავის მოატყუებენ. რისი შეუასაბამო? კანონის? თუ კანონის შეუსაბამოა, მაშინ ამას უკანონო ან კანონსაწინააღმდეგო ქვია. მეორე: დასკვნაში ნათლად წერია, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოროტად გამოყენებულმა ძალაუფლებამ არჩევნების სასწორი მათ მხარეს გადახარა: „tilted the playing field”. თქვენეული თარგმანი - „საასპარეზო პირობებს ცვლიდა“ იმდენად არადეკვატურია, რომ სასაცილო იქნბოდა, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს რომ არ ეხებოდეს. „საასპარეზო პირობებს ცვლიდა“? მართლა? იქნებ, აუმჯობესებნენ კიდევაც იმ თქვენ „საასპარეზო პირობებს“? ვის იგდებთ აბუჩად?
ახლა მთავარი. თუ ეს ყველაფერი გულწრფელი შეცდომებია, გამოდით და ქართულ საზოგადოებას აუხსენით და ბოდიში მოუხადეთ. მაგრამ, გუშინდელი სამარცხვინო თარგმანიც და ვითომ გამოსწორების ჩუმჩუმელა, არაგულწრფელი და ასევე სამარცხვინოდ მიკერძოებული მცდელობა, სულ სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.
დოკუმენტიპოსტიდა რამე კანონი დაირღვა?
არა?
ხო და თავისუფალ ქვეყანაში, რაც უკანონო არაა, ყველაფერი დასაშვებია!
თუ არ გინდათ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება?
This post has been edited by ტერა on 2 Nov 2021, 12:30