#58637408 · 24 Nov 2021, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბექამ და ნანამ დადეს ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ნანამ იქირავა ბექას _ საცხოვრებელი სახლი 4 წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, ნანას ბექას წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება ექნებოდა გაეკეთებინა სახლისათვის კოსმეტიკური რემონტი საკუთარი ხარჯით, რომელიც ხელშეკრულების დასრულების შემდეგ არ აუნაზღაურდებოდა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა იმასაც, რომ თუკი ბექა ბინისათვის რემონტის გაკეთების შემდეგ ვადაზე ადრე შეწყვეტდა ხელშეკრულებას არასაპატიო მიზეზით, ნანას აუნაზღაურდებოდა სახლის რემონტზე მის მიერ გაწეული დანახარჯები. ხელშეკრულების მოქმედების მეორე წელს ნანამ მიიღო თანხმობა რემონტის გაკეთებაზე და გაარემონტა სახლი, ხოლო ხელშეკრულების მესამე წელს ბექამ არასაპატიო მიზეზით _ გაუწყვიტა ნანას ქირავნობა. ნანამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ განხორციელებული გაუმჯობესების ანაზღაურება. ბექა არ დაეთანხმა მის მოთხოვნას და განმარტა, რომ მას არ ევალებოდა დახარჯული თანხის ანაზღაურება, როგორ გადაწყდება დავა?
|