გლეხური ენით დაწერილი საქართველოს განვითარების პროგრამა, ახალი მთავრობისათვისდროებით უმუშევარი ვარ (მალე 1 წელი გახდება), მომწყინდა მახათით საკუთარი გენიტალიების დაზიანება და გადავწყვიტე, ჩემი მოკლე ჭკუით შედგენილი პროგრამა გაგაცნოთ (მე დავწერე, თქვენ თუ გინდათ წაიკითხეთ

).
აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ არცერთ ეკონომიკური თეორიების გიგანტებს არ ვიცნობ , ჩემი უმანკო ტვინის უჯრედებს არასოდეს შეუდარებია, კეინესიანური თეორიები მარქსიზმისათვის და არც ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა, ავსტრიის ან თუნდაც სტოკჰოლმის სკოლას. არაა მაგი გლეხის საქმე.
ყოველი მომდევნო ეკონომიკური კრიზისი, წარმატებით ასამარებს, წინა ,ერთ
დროს “ყველაზე პროგრესულად”, ცნობილ თეორიებს და გზას უხსნის ახალი თეორიების ავტორებს, შემდგომ კრიზისამდე.
ეხლა კი ჩემი გლეხური პროგრამის თაობაზე, წინასწარ მინდა გთხოვოთ, ნუ მიმაწერთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს ან ცენტრისტებს, იმიტომ ,რომ ეგეთები უკვე აღარ დარჩნენ, ბოლო ცოცხალი მემარცხენე ფიდელ კასტროა და ისიც ალბათ მალე მოკვდება. მემარჯვენეობა კი მოდიდან გადავიდა, განსაკუთრებით, ბოლო კრიზისის ფონზე.
ამ პროგრამის საბოლოო მიზანი, მშპ-ს გაორმაგება 7 წელწადში. დიახ 100%-ნი ზრდა. აზერბაიჯანთან ერთობლივი ბაზრის შექმნა, როგორც ეს ევროკავშირშია. ასევე
სომხეთთან. ამით გავზრდით ბაზრის მოცულობას და ინვესტიციები უფრო მიმზიდველი გახდება.
ეხლა რა უნდა გააკეთოს მომავალმა მთავრობამ:
ეკონომიკაში:
1. შეინარჩუნოს დაბალი გადასახადები.
2. კიდევ უფრო ლიბერალური გახადოს საგადასახადო სისტემა დაუახლოვოს იგი დასავლური ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს, რათა აუდიტორებმა წერონ ერთ ენაზე და არა ,როგორც ეხლა ეღტი საგადასახადოსთვის,მეორ უცხოელი ინვესტორებისათვის.
3. უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი თანამსრომლების დაზღვევაზე
მათ კვებაზე, მათ ტრანსპორტირებაზე სამსახურამდე. ზოგიერთ საშიშ საწარმოში მუშა-მოსასახურეთა დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, ლეტალური შემთხვევის დადგომისას , დაზარალებულის ოჯახმა უნდა მიღოს მინიმუმ 100 000 დოარი.
უნდა განხორციელდეს საპენსიო სისტემის რეფორმა, საშემოსავლო გადასახადების ნაწილი ეტაპობრივად 1 წელს 20%- მეორ-30% და ა.შ.
გადაირიცხება კერძო საპენსიო ფონდებში, ფონდს თვითონ კლიენტი აირჩევს, ფონდების სადამფუძნებლო კაპიტალი მინ. 7 მლნ.ლარი. სახელმწიფო წილი ფონდებში არა უმეტეს 25%-ისა. ფონდების თანხები მიიმართება უსაფრთხო ინცესტიციებში ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციებში მათ შორის საქართველოსი.
4. სახელმწიფომ უნდა დააფუძნოს, რამოდენიმე ახალი, ინდუსტრიული
საწარმო, მათ შორის:
დააბუნოს სახელმწიფო საკუთრებაში, რუთავის მეტ.ქარხანა, მოახდინოს 150 მილიონი დოლარის ინვესტირება და შექმნას თანამედროვე მეტ.საწარმო. ნედლეულის სახით ,შესაძლოა გამოვიყენოთ Aზერბაიჯანის დაშქესანის რკინის საბადო და ტყიბულის დაბალხარისხიანი ენერგეტიკული ქვანახშირი, რომლითაც მივიღებთ ე.წ. “რკინის გუბკას” (DRI). მისი გადადნობა ფოლადად მოხდება ელექტროღუმელებში, საიდანაც მივიღებთ ფოლადის უნივერსალურ ნამზადს, საქონელს, რომლითაც ვაჭრობენ LME-ზე და მისი რეალიზაცია ფოთის პორტიდან მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი. Aარსებული მილსაგლინავის მოდიფიცირება უნდა მოხდეს და დაემატოს ცინკით დაფარვის უბანი.
დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა 2500 კაცი. საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი. IRR- 25-30%. მშენებლობის ვადა 3 წელი. გაშვებიდან მე-2 წლს მოხდება, წილის რეალიზაცია ბირჟის მეშვეობით. სახ-ფო დაიტოვებს ბლოკ -პაკეტს 25%.
მეორე რეალიზებადი მსხვილი ინდუსტრიული პროექტია, ალუმინის სადნობი, აქ ჩვენი მთავარი + უნდა იყოს პორტის არსებობა (ფოთი) და იაფი ჰიდროენერგორესურსები. ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი ,
ნედლეული აფრიკული ალუმინშემცველი ბოქსიტი (იმავე ნედლეულზე მუშაობს, აზერბაიჯანში გიანჟის ალუმინის ქარხანა). პროდუქცია –ალუმინის სხმულები. ქარხანა უნდა აშენდეს სადმე ზესტაფონთან ახლოს, აქ ღუმელთან მუშაობას ხალხი მიჩვეულია, ენერგოკვანძი (500კვა ქვესადგური,დიდი ზესტაფონიც აქვეა). დასაქმებულთა რაოდენობა 3000 კაცი. საშ.ხელფასი- 700-900 ჯელ.
შაწარმო უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და აკმაყოფილებდეს ემისიების ევრო ნორმებს.
საწარმოს პრივატიზება IPO-ს მეშვეობით 2-3 წელიწადში.
მესამე მსხვილი ინდუსტრიული პროექტი , დიზელის ძრავების წარმოება, (ალუმინი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საწარმო უნდა განთავსდეს ქუთაისში. ძრავები უნდა დამზადდეს შეკვეთების შესაბამისად. ინვესტიცია 300 მილიონი, რეალიზაცია 3-4 წელი, მუშაკთა მომზადება უნდა მოხდეს ევროპის საუკეთესო ფირმებში. ამ საქმეში ხარისხი არის გადამწყვეტი, ამიტომ ძრავები “Made in Georgia” უნდა გახდეს ხარისხის სიმბოლო, როგორც შვეიცარიული საათები.
შესასძლოა შემდეგ ეტაპზე , პიკ-აპების ან მცირე ტრაქტორების აწყობაც, შასი და ბოდი შესაძლოა ჩინეთიდან შემოვიდეს.
სახ-ფო ამ ბიზნესიდანაც გამოვა, აქციების რეალიზაციის სახით.
მეოთხე ინდუსტრიული პროექტი, ასევე ქუთაისში. ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მეტალურგიული ხარისხის მადნის გარდა ,მოიპოვება პეროქსიდული (ქიმიური) მანგანუმი, რომლის გადამუშავების შედეგად მივიღებთ ელექტრობატარეებისათვის საჭირო კათოდს. Aამ ნედლეულს ევროპაში, მხოლოდ ერთი საწარმო უშვებს (იაპონური) საბერძნეთში, დანაღჩენი წარმოება ჩინეთშია კონცენტრირებული. შესაძლოა იაპონელების გადმობირება საწარმო ქუთაისში გადმოიტანონ,ამისათვის შესალოა გარკვეული ინსენთივების მიცემა, ან საკუთარი სახსრებით ახლის აშენება. დღეს ეს ქიმიური მანგანუმი მეტალურგიულთან ერთად იწვის ზესტაფონის ფეროს ღუმელებში,ეს იგივეა ღარიბმა კაცმა ქოხის გასათბობად ღუმელში დოლარები,რომ შეუნთოს.
შემდეგ ეტაპზე, ელ. ბატარეიკების წარმოებაც შეიძლება. ამით გარკვეული ბიძგი მიეცემა ქიმიის განვითარებას. “დურასელ”-ის ქართული ანალოგი, ფანტაზიის სფერო არაა, ეს შესაძლებელია.
სულ პროექტი 1000 კაცამდე დაასაქმებს, ხელ-სი 1000-1200 გელ.
Pამ პროექტების პარალელურად სახელმწიფომ უნდა შექმნას კერძო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელ-ბი პირობები.
სახელ-ომ უცხოელ და შიდა ინვესტორებს უნდა აუნაზღაუროს , პროექტირების ხარჯები, “ფეასიბილითი სტადი”-ს და “ბანკაბლე ბიზნეს პლან”-ის ხარჯები, მაქსიმალური 500 000 დოლ ოდენობით. მხოლოდ ერთი პირობით- შემსრულებელი ორგანიზაცია უნდა იყოს საქ-ოს რეზიდენტი (თუნდაც 100%-ნი უცხო კაპიტალით). ამით სახ-ო ხელს შეუწყობს თანამედროვე ინჟინერინგული ბიზნესის განვითრებას საქ-ში.
შეღავათი არ გავრცელდება დეველოპერულ კომპანიებზე.
სპეციალური ინსენთივები უნდა მიეცეს კომპანიას, რომელიც ააშენებს კომპიუტერის კომპონენტების მწარმოებელ ხაზებს, მაგ. მაზერბორდი და ა.შ.
მე მესმის სკეპტიკოსები იტყვიან ჩინური უფრო იაფია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევრო-აზიურ ბაზრებთან. Aაქ ხარისხის მთავარი. შესაძლოა შერეული სახ-ო და კერძო ინვესტიცია. ადგილმდბარეობა თბილისის შემოგარენი.
ახალ საწარმოთა აქციების 10% განაწილდება მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის უფასოდ.თიზ-ების პროგრამა უნდა გაგრძელდეს, გახდეს უფრო დივერსიფიცირებული. Aაქ დასაქმებული რეზიდენტი და არარეზიდენტი თანამშრომლები ერთნაირად უნდა დაიბედრონ.
ყველა პროექტზე უნდა გაკეთდეს “ფიზიბილითი სთადი” და ისინი “ბიზნეს ვალუაბელ” უნდა იყოს. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფოო ინვესტიცია: საქართველოს რეკონსტრუქციის ბანკი (როგორც გერმანული KFW -ია, შეიქმნა 1949-ში,
http://www.kfw.de/EN_Home/index.jsp ), ეს იქნება მცირე ზომის (მაქს. 150-200 თანამშრომელი) ბანკი,რომელიც იმუშავებს სამ სექტორზე, ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც გრძელი და იაფი ფულია საჭირო, საშ და მცირე საწარმოები, განსაკუთრებით აგრო სექტორში, იპოთეკა რეგიონალურ დონეზე.
საწყისი საწესდებო კაპიტალი- 1 მილიარდი ლარი.
ბანკის დანიშნულება იქნება, დააფინანსოს პროექტები, პროპორციით 1/3 ინვესტორი-2/3 ბანკი. საპროცენტო განაკვეთი 8-10 %. ბანკის მუშაობის რეგლამენტი და წესები დაახლოებული იქნება მსგავსი ევროპული ბანკებთან. დირექტორთა საბჭოში შევლენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ბანკირები (გამოცდილებით). ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქართველ ბიზნესმენებს ან უბრალოდ უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს , ვისაც ექნება კარგი ბიზნეს-გეგმა, საკუთარი სახსრები (1/3 მაინც) სესხი მიეცემა ჩვეულებრივზე 1%-ით ნაკლებ ფასად.
სოფლად ბანკის აგრო დეპარტამენტი რეგურალურად ჩაატარებს ფერმერთა ტრეინინგებს, მოწვეული სპეც.მეშვეობით. უნდა მოხდეს გლეხური მეურნეობების მსხვილ ფერმერულად ჩამოყალიბება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აგროტექნიკის ლიზინგი. ეს ბანკი გაუწევს კოორდინაცია ყველა საგრანტო პროგრამებს ეკონომიკაში.
ბანკი არ იმუშავებს, დეველოპერებთან, ფიზიკურ პირებთან, რითეილ-ბანკინგში. მომავალში შესაძლოა ბანკის ფილიალის გახსნა ბათუმში.
პირველ ეტაპზე ბიუროკრატიული პროცედურები, EBRD-ზე და მსოფლიო ბანკზე უფრო ლიბერალური უნდა იყოს.
არსებული პროექტებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰეს-ების მშენებლობას. განსაკუთრებით მცირე ჰესების. შახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ჰესების ინვესტორებს “კარბონ სერტიფიკატებ”-ის მიღებაში და მათ რეალიზაციაში საერთაშორისო ბაზრებზე. იაფი ელ.ენერგია (განსაკუთრებით ღამით) უნდა გახდეს საქ-ოს ინდუსტრიალიზაციის ქვაკუთხედი. გზების და სხვა ინფრასტრუქტრის შენებლობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ოღონდ ისევ როგორც ზემოთ, პროექტირება და ინჟინერინგი უნდა გადმოვიტანოთ 100% -ით საქართველოში. Aამის რესურსი გვქონდა და ეხლაც გვაქვს.
ბირჟის გააქტიურება, აქციების მეორადი ბაზრის შექმნა ( უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით) უნდა იყოს პრიორიტეტი.
ბირჟაზე უნდა დაიშვნენ უცხოელი ბროკერები, რეზიდენტ პირის შექმნის გარეშე.
შესაცვლელია დაბეგვრის წესი, საშემოსავლო გადასახადი აქციებიდან მიღებული დივიდენდზე (+ ფასნამატი ) უნდა განოლდეს, საბანკო დეპოზიტზე დარჩეს 5 %. ამით მოსახლეობის დანაზოგი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავა ბირჟაზე.
დასაქმების პოლიტიკაეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეიქმნას დასაქმების სამსახური, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას, არსებული შრომითი რესურსების შესახებ, მიაწვდის მას (მცირედ ანაზღაურებით) დამსაქმებლებს, მოახდენს პროფესიული მომზადების და გადამზადების კოორდინაციას, ხელს შეუწყობს შიდა მიგრაციას.
ამასთანავე უნდა შეიზღუდოს შრომითი იმიგრაცია, საქართველო ვერანაირად ვერ გაუწევს კონკურენციას ჩინეთის და ინდოეთის შრომით ბაზრებს ,განსაკუთრებით დაბალკვალიფიკაციის სეგმენტში, საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებელი (ინვესტორი) მიმართავს დასაქმების სამსახურს შესაბამისი რესურსის შემოყვანის თხოვნით. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, უცხო შრომითი რესურსის კონკრეტულ პროექტზე დასაქმების შესახებ, ინვესტორი იხდის ერთჯერად მოსაკრებელს თვითეულ უცხოელზე, საკონსულო სამსახური გასცემს შესაბამისი ტიპის ვიზას. Lლიმიტის გარეშე დაიშვება უცხოელი ტოპ-მენეჯმენტის დასაქმება. შეზღუდვა არ ვრცელდება OEჩD
ქვეყნებზე.
ტრანსპორტი და ტურიზმი.უნდა აღვადგინოთ , გაყიდული და განიავებული სავაჭრო ფლოტი, შესაძენია რამოდენიმე კონტეინერმზიდები უახლოეს პორტებში ბურგასი და ნეაპოლის მიმართულებით, ძალიან სარფიანი საქმეა, რამოდენიმე მშრალმზიდი. გარკვეულ კომერციულ რეზულტატებზე გასვლის შემდეგ აქციების 75% ისევ გასაყიდია.
Aავტობუსების პარკი გასაახლებელია, ამისათვის საერთო უნდა შეწყდეს “მარშრუტკებით” რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მგზავრთა გადაყვანა. რაიცენტრიდან სოფლებში კიბატონო,მაგრამ არა თბილისში. შხვანაირად მაგისტრალური ავტობუსების ფლოტი ვერ შეიქმნება და არსებული ვერ განახლდება. სხვა ჩარევა აქ საჭირო არ არის.
Aადგილობრივი ტურიზმის განვითრებისათვის და პილოტთა რეზერვის მომზადებისათვის საჭიროა, ახალი “მიმინოები”-ის გაზრდა,ამისათვის უნდა შეიქმნას სახ-ფო დოტაციური ვერტმფრენების ავიაკომპანია.
2-3 თანამედროვე ვერტმფრენით. Aამ სახის ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს უცხოელი და შიდა ტურისტისათვის, ასევე მათი გამოყენება მოხდება კატასტროფების ლიკვიდაციისას და სანიტარულ ავიაციათ. ამისათვის ავტობანის გასწვრივ უნდა მოეწყოს რამოდენიმე მოედანი ვერტმფრენებისათვის. საომარ პირობებში ისინი დაჭრილებს გადაიყვანენ.
რაც მთავარია ვერტმფრენით მგზავრობა აღარ იქნება მარტო პრეზიდენტის პრეროგატივა, ეს ფსიქოლოგიური ამბავია.
საქართველოს რკინიგზა უნდა დაელოდოს შესაბამის მომენტს და აქციების 75% გაიყიდოს ბირჟაზე.
ტურიზმის განვითარებაში აქცენტები უნდა გაკეთდეს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ალპინისტური ბაზები უნდა შეიქმნას სვანეთში.
მსუბუქი და კვების მრეწველობა, აგროსექტორი.აღსადგენია ხალიჩების წარმოება, ამ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
ტყავის დამუშავება და ექსპორტი. ეხლა ტყავი გადამუშავების გარეშე გადის.
ტანსაცმლის კერვა უცხოელთა დაკვეთით.
შესაძლოა კიდევ ერთი ტრადიციული დარგის ნატულარული აბრეშუმის წარმოების აღდგენა.
ამ დარგებში ქალების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია.
საკონსერვო და სამაცივრე საწარმოების აღდეგენის გარეშე , ვერ განვითარდება მსხვილი ფერმერული მეურნეობები.
უცხოელი ექსპერტების მეშვეობით, უნდა დაისახოს პრიორიტეტული დარგები ,რეგიონების მიხედვით, მიზანი სასურსათო უსაფრთხოების გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პრდუქციით.
საქართველოში შესაძლებელია განვითრდეს მეცხვარეობა, სულადობა ავიდეს დღევანდელი 600 000 დან 2 000 000-მდე , გაყინული ცხვის ხორცი გავიტანოთ მუსულმანური აზიის უძირო ბაზარზე.
იგივე შეასძლოა გაკეთდეს მეფრინველეობაში და მეღორეობაში.
რძის და რძის პროდუქტების წარმოების გაორმაგება. განსაკუთრებით ყველის, რომლის შენახვა და გადატანა შეიძლება დიდ მანძილზე.
დიდ ქალაქებთან ახლოს უნდა შეიქმნას სათბურები, რომლებიც გათბება გეოთერმული წყაროებით ან იგივე ტყიბულის ნახშირით.
კახეთში ახალი აქცენტი უნდა გაკეთდეს , სუფრის ჯიშის ყურძენზე, რომლის ექსპორტიც განხ-ბა EU-ში. ნერგების 50% -ის დარიგება გრანტის ფორმით.
გასანახლებელია შიდა ქართლის ბაღები, ორიენტაცია მაღალ ხარისხზე და ექსპორტზე ევროპაში.
იგივე აჭარა-გურიაში, მეურნეობების და ბაღების გამსხვილებაში.
ფერმერებს და მეწარმეებს ზემოთ ხსენებული ბანკი დაეხმარება.
მეცნიერება და განათლება, კულტურა.სახელმწიფო გრანტებით დაფინანსების პროგრამა უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით მაღალმთიანი და ღარიბი რეგიონების მკვიდრი ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდობისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს და აგრო უნივერსიტეტს.
სწავლების სტანდარტი ასამაღლებელია. Eე.წ. კერძო უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა გადაკეთდეს კოლეჯად, რომელიც მხოლოდ ბაკალავრებს გამოუშვებს.
სამაგისტრო პროგრამების ლიცენზია , მხოლოდ 3-4 უნივერსიტეტს.
უნდა შევეცადოთ მაღალი დონის პროფესურა მოვიწვიოთ უცხოეთიდან, განსაკუთრებული აქცენტი ჩვენს თანამემამულეებზე, მათ უნდა მივცეთ ადეკვატური ანაზღაურება.
უნდა შეიქმნას სამეცნიერო კვლევების ერთიანი ცენტრი, მათ შორის დახურული სამხედრო სადმე თბილისის შემოგარენში, იქვე აშენდება კომფორტული თაუნჰაუსი,მეცნიერებისათვის დროებით თუ მუდმივად მცხოვრებლებისათვის. Aაქაც ჩვენი თან-ის დაბრუნება უნდა იყოს პრიორიტეტი. Gგრანტები სამეცნიერო კვლევებისათვის ორიენტირებული უნდა იყოს ერთის მხრივ ფუნდამენტალურ მეცნირებებში გარღვევებისაკენ და მეორეს მხრივ, შედეგების დანერგვაზე ეკონომიკაში. საბოლოო მიზანი ახალი თაობის ვეკუებისა და ბერიტაშვილების აღზრდა.
გრანტებს შედეგზე ორიენტირებული კვლევებიასათვის მიიღებენ, ძლიერი სამედიცინო ცენტრები.
საშუალო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების პროპაგანდის მიზნით უნდა დაინერგოს ნორჩი გამომგონებლის(კონსტრუქტორის) ყოველწლიური კონკურსი ჯერ რეგიონალურ დონეზე და ფინალი ქვეყნის მასშტაბით. გამარჯვებულს და მის სკოლას პრეპიერ-მინისტრი დააჯილდოებს სიგელით და ფულადი პრემიით- მაქს 10 000 დოლ. (50/50-ზე მოსწავლეს და მასწავლებელს).სკოლას გადაეცემა თანამედროვე აღჭურვილობა ქიმიის,ფიზიკისა და ბიოლოგიის კლასებისათვის. იგივე კონკურსი იქნება სტუდენტებისათვის.
კულტურის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში უნდა შეიქმნას თეატრალური სტუდიები და მუსიკალური ჯგუფები. აქ დასაქმდებიან მსახიობები და რეჟისორები , მომღერლები. გაიმართება ყოველწლიური კონკურსები და ჩვენებები. აღჭურვილობა და ფინანსები უნდა უზრუნველყოს ორივე სამინისტრომ.
სახ-მ უნდა გამოყოს გარკვეული გრანტები კინოინდუსტრიის დასაფინანსებლად.
ასევე უნდა გაიზარდოს უცხოეთში სწავლის მსურველთა დაფინანსება, გრანტის და შეღავათიანი სესხის სახით. (ბანკი უკვე გვაქვს ზემოთ).
სოციალური ასპექტები.სახელმწიფომ უნდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებელ ადამიანებს,ვინც აღიარებს ქართულ იურისდიქციას ერთ ოჯახზე უნდა გადაუხადოს 200 დოლ თვეში და 100 დოლ პენსიონერებს. მისცეს მათ უფასო სამედიცინო დაზღვევა.
სახელმწიფომ ასევე უნდა დააფინანსოს ბავშვთა 0დან-5 წლამდე სამედიცინო მომსახურება,ასევე მოხუცებულთა (70 და ზევით კაცები და 65 წ ზევით ქალები ) უფასო სამედიცინო მომსახურება. შეასძლოა მათთვის შეიქმნას სპეციალური სამედ. დაწესებულებები.
მართლმადიდებელ ეკლესიამ მეტი მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს სოციალურად დაუცველი ადამიანებზე, ბავშვებზე, ინვალიდებზე და მიუსაფარ მოხუცებულებზე.
შობადობის სტიმულაციის მიზნით უნდა გამარტივდეს ბავშვთა შვილების პროცედურები, ინ-ვიტრო ჩასახვის და სპერმის ბანკის მუშაობა ნაწილობრივ სახე-მ უნდა დააფინანსოს. იმ პერებზე ვინც შემწეობებს იღებს, მშობიარობა და პირველ ბავშვზე დახმარება 2 წლამდე (შემდგომში 5 წლამდე) უნდა იყოს 200 ლარი მე 2 ბავშვზე დამატებით 150-200 ლარი თვეში.
2-3 წელიწადში უნდა დაიხუროს სახელმწიფო ბავშვთა სახლები, ბავშვები აღზრდისათვის მიმღებ ოჯახებში უნდა გადანაწილდეს , რომლებიც სახელმწიფოსაგან სუბსიდიებს მიიღებენ.
მომავალი თაობების ფონდში- ყოველწლიურად უნდა შევინახოთ მინ.500 მილიონი დოლ. ეს თანხა მოხმარდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეაბილიტაცია აღდგენას, მომავალში.
პოლიტიკური ცვლილებები.ის,რომ სასამართლო მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა გახდეს ეს არც განიხილება, სხვანაირად ყველა რეფორმა ჩავარდება.
ახალი მთავრობა უნდა გახდეს უფრო “იაფი”, 3 წლით გამოცხადდება მორატორიუმი, ახალი ავტომობილების შესყიდვაზე, გარდა სპეც. დანიშნულების და კომუნალურ ტექნიკაზე.
სახელმწიფო მოხელეთა 80% უნდა დარჩეს უცვლელად, თავიანთ სამუშაო ადგილებზე.
სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალეობის მისაღწევად, ყველა მხარჯავ სტრუქტურას უნდა დაევალოს საიტზე დადოს კვარტალური ანგარიშები ,რა სად და რამდენად შეიძინეს, ქსეროქსის ქაღალდის ჩათვლით.
2 წელიწადში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მუშაობა “ელექტრონული მთავრობის” რეჟიმში. საფუძვლები უკვე ჩაყრილია.
კვირაში ერთხელ, მთავრობის ყველა წევრი უნდა შეხვდეს, თავის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. Pირადად დაათვალიეროს ობიექტები.
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა განხორციელდეს ეკონომიკური ექსპანსიის პროგრამა, თურქეთის ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს ამ ტერიტორიებზე აქტიური მუშაობის საშუალება.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით, უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო აქტების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
უნდა აღინიშნოს ამ მოკრძალებული პოსტის მავან წამკითხავს,(მაგარი გაძლება ჰქონია

) გაუჩნდება ლოგიკური შეკითხვა, ფული ამ ყველაფერზე საიდან ავიღოთო??
მოგახსენებთ, დროებით 3-4 წლით უნდაშევწყვიტოთ ჯართის შესყიდავ,რომელსაც ზოგიერთი შეიარაღებას უწოდებს. ამით შევამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს და ამ თანხებს მივმართავთ ზემოთ მოყვანილ პროგრამებზე. შეზღუდვა არ გავრცელდება, საზღვაო ფლოტის ელემენტებზე , ავიაციასა და საჰაერო თავდაცვაზე. Aამავდროულად სამხედრო საქმის სწავლებას უფრო მეტი ყურადღება, განსაკუთრებით მფრინავების და მეზღვარების მომზადებას. ფოთის სამხედრო პორტი მოდერნიზირებული უნდა იქნეს. თავდაცვაში სტრატეგიული ხედვის კარგი მაგალითია კახა კაციტაძის სტატიები(
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11355; http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11377). ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა, მსოფლიო სამხედრო სისტემაში.
მხოლოდ ეკონომიურად ძლიერ ქვეყანა აღიქმება სერიოზულ სუბიექტად,
ეკონომიკის დივერსიფიცირება კი დაგვიცავს მომავალი კრიზისებისაგან.
ახალი მთავარობის მთავარი მესიჯები უნდა იყოს:
საქართველო ყველა მისი მოქალაქის სამშობლოა.
ჩვენ არ ვიწყებთ 0 დან, ჩვენ ვიღებთ კარგს და ვაუმჯობესებთ , რაც
ცუდი იყო გამოაშკარავდება და დაისჯება.
მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს რეფორმებში, გახდეს მოქალაქე, გაუჩნდეს სამართლიანობის შეგრძნება. ქართულ სახელმწიფოსთან სულიერი და ეკონომიკური იდენტურობის განცდა.
დანარჩენს გზადაგზა დავამატებ, რაც თავში მომივა.