ატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მედიის წინაშე წაიკითხა სააკაშვილის მიმართვა, რომელიც ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ გამოიტანა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილელების მიღწევა შესაძლებელია ხალხმრავალი, პერმანენტული აქციებით, რომელსაც „ბრძოლაში გამობრძმედილი“ ლიდერები უხელმძღვანელებენ, მათ შორის ნიკა მელია და სხვები.
„ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები სხვადასხვა ლოზუნგებით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა. ასევე რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიები, მათ შორის ახალგაზრდა თაობა. ძალიან გაბედული და ბრძოლისუნარიანი ლიდერები და მეორე - ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია“,- წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებენ მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან შეგუებას და დაიწყება პერმანენტული აქციები. დღეს, 2 ნოემბერს, აქცია ბათუმში და ასევე რუსთავის ციხესთანაა დაგეგმილი. ამ კვირაში აქციები იგეგმება ზუგდიდსა და ქუთაისში, შაბათს კი თბილისში.
30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში "ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველოს" და "ევროპელი სოციალისტების" კანდიდატებმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და 1 ოქტომბრიდან საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება მხოლოდ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.
20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
წყარო:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31540972....T7G1W3R3sCPykXcრაღაც კითხვა მაქვს ნაცებთან...
აი ხომ ამბობთ,რომ მარტო მიშას გამოყვანისკენ იბრძვით...
რევოლუციაზე საუბარი კი ქოცური ნარატივია....
გამოდის ტიპი რევოლუციით იმუქრება და ეგ არაა დანაშაული?