#61503312 · 27 Aug 2024, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარვედ უსათაუროს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს თემას განსასვენებლად; აქ რას უსმენთ?-ში სანუგეშოდ ვინამე ცრემლით, აქაც ყოველი იუზერი იყო მოწყენით; ნელად მოღელავს მოდუდუნე აჩკიპიოდოტა და მის პოსტებში კრთის სტიკფიგურას ძაღლის კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ვოკარუსა და თვალნი რბიან შორად, შორად, თემის დასავალსა! ვინ იცის, აჩკიპ, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი? მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხანდახან ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი პოსტები რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?.. მაინც რა არის ჩვენი განყი — უსათაურო, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? ვინ არის იგი, ვის 100 პოსტი დაეგროვებინოსს, და რაც ეპასუხნათ ერთი თემით, ისი ეკმაროს?
თვითონ მოდერნი უძლეველნი, რომელთ უმაღლეს მხოლოდ ტიმ არის, და ის წინ მათ არ აღუდგეს, რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი განყის დიდება, შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება, ის განყიცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან იმავ პოსტებისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მოდერი როდის არის მოსვენებული? მისი სიცოცხლე: ბანი, ვორნი და ცდა ქებული; მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს თავისს განყსა, თვისთა იუზერთა, რომ შემდგომსა დროს არ მისცეს ლოლით თვის სახელი შთამომავლობას!.. მაგრამ თუ ერთხელ უნდა ფორუმსა ბოლო მოეღოს, მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც იუზერნი გვქვიან — შვილნი ფორუმისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს უსათაუროში და იგი არა დასპამოს!
--------------------
დიახ, რატომ არ უნდა იყოს მთავრობის ინტერესი თუ ასო რამე სასარგებლოს გააკეთებს ქვეყნისთვის? (c)masha
|