NVIDIA-ს პროდუქტი GeForce Now ახდენს თამაშები სტრიმინგის საშუალებით გაუშვას თქვენს ეკრანზე.
რათქმაუნდა დღეს დღეისობით გამოსული თამაშების სისტემური მოთხოვნები საკმაოდ დიდია, მაგრამ NVIDIA ამ ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. იმდენად კარგად, რომ ფაქტიურად არც კი იგრძნობა კადრის ან კონტროლერზე რეაქციის დაგვიანება და სტრიმინგის ხარისხშიც არანაირი კადრის ვარდნები[Frames Per Second] და მუხრუჭები არ შეიმჩნევა. გამოდის, რომ GeForce now იდეალური ქლაუდ გეიმინგის პლატფორმაა, რომელსაც ნებისმიერი თამაშის ნებისმიერ მოწყობილობაზე გაშვება შეუძლია.
უამრავი სხვა მსგავსი პროგრამებია ჩემთვის ცნობილი რომლებშიც მოგიწევთ სათობრივად ფულის გადახდა რომ გქონდეთ წვდომა მათ მხარდაჭერილ თამაშებზე.
როგორ ჩავიწეროთ ეს პროგრამა? ძალიან მარტივია, სულ რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო.
1. შევიდეთ ინვიდეას ოფიციალურ საიტზე.
2. მოვითხოვოთ Beta Access'ze წვდომა
3. დაველოდოთ.
როგორც ჩანს კომპანია ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს სერვისი ყვლასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, პირადად მე ამ პროგრამის ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ და საკმაოდ კმაყოფილიც!
კომპანია ეტაპობრივად ანახლებს თამაშების ჩამონათვალს, რომლეთა თამაშსაც შეძლებთ იმ შემთხვევაში თუ სტეამზე ან უფლეიზე გაქვთ შეძენილი.
პროგრამის სრული ვერსიის გამოსვლამდე პროგრამა იქნება უფასო! მისი სრული ვერსიის რელიზის თარაიღი არ არის დასახელებული.
ჯერჯერობით GeForce Now'ში ხელმისაწვდომია 400 თამაში, რომელთა შორის არის Assassin’s Creed ის თითქმის ყველა ნაწილი ასევე სხვა მრავალი.
NVIDIA აქტიურად მუშაობს GeForce Now'ს დახვეწა, გაუმჯობესებაზე.
This post has been edited by Thenotorious on 28 May 2019, 20:21
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)