მართალია დღეს ქვემო ქართლისა და გარდაბან-კუხეთის სანახების, კერძოდ კი რუსთავის ამინდია ქართული პოლიტიკური მეტეოროლოგიის რადარში, მაგრამ არანაკლები ინტენსიურობით ესკალირდება სიტუაცია ეგრისის სამეფოშიც, მარტვილში, სადაც 2 წლის წინ დათესილი დრაკონის კბილებიდან ახალი ბერ-მეომრები აღმოცენდნენ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეერკინნენ ერთურთს. ამ ცნობილი ისტორიის ახალი ეპიზოდის საინტერესო მომენტია სახელმწიფო მანქანის, კერძოდ კი ე. .წ. ძაღლოვანი სტრუქტურების ჩართულობა ერთ-ერთ, როგორც ჩანს, უფრო ძლიერის მხარეს.
ნუ დავივიწყებთ მარტვილის კრიზისს. უახლოეს მომავალში რუსთავთან და წალენჯიხასთან ერთად ის საქართველოს უახლოეს ისტორიას დაწერს. ინებეთ მსტოვართა მიერ მოწოდებული უახლესი ამბები ეგრის-აფხაზთა ქუეყნებითგან:
შსს-ს ინფორმაციით, მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირებისას 7 პირია დაკავებულიმარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო ერთი სისხლის სამართლის საქმეზე.
„6 პირია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს“,-განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დღეს დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით, ტაძრის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/68...iria-dakavebuliგანკვეთილი სასულიერო პირი აცხადებს, რომ დაეკარგა ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, რომელსაც კელიაში ინახავდაგანკვეთილი სასულიერო პირი, მამა ანანია აცხადებს, რომ ძვირფასეულობა დაეკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს კელიიდან პირადი ნივთების გამოტანის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ყუთი, რომელშიც ძვირფასეულობა იდო, ცარიელი დახვდა.
"შევედი ჩემი პირადი ნივთების გამოსატანად. კელიაში მქონდა ჩემი ოჯახის, ძვირფასი, ნივთები, რადგან ჩემი ოჯახი არ იმყოფება აქ, ნივთებს ვინახავდი კელიაში, ჩაბარებული მქონდა წინამძღვრისთვის, მაგასთან მაქვს საქმე",- განაცხადა მამა ანანიამ.
შეგახსენებთ, განკვეთილი სასულიერო პირები ცოტა ხნის წინ სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე შევიდნენ, რათა პირადი ნივთები გამოეტანათ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/68...liashi-inaxavda