ეს ის ცნობილი მკვლელობების სერიაა (50 დღიანი გეგმა), რომელიც ბოლომდე არ გაიხსნა საქართველოში?
მშობლებს, მოზარდებს, ზრდასრულებს, მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ სწორი ცოდნა, თუ როგორ დაიცვან თავი.
სავარაუდოდ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჰიბრიდული ომისა და AI-ს ნაზავზე და არა მხოლოდ ამ მეთოდოლოგიებზე,
რომელიც გამოყენებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მსხვერპლთა მიმართ. ეს მსხვერპლთა ასაკობრივი კატეგორიები
ჩართულნი არიან ექსპერიმენტში, საიდანაც ცოცხალი არავინ გადის. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი
სწორი ცოდნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით (ინტერნეტზე, როგორც ძირითად საკომუნიკაციო სივრცეზე მასობრივი
გადართვა, პანდემიის პირობებში), საზოგადოება უნდა გავხადოთ ინფორმირებული, რათა დავაზღვიოთ მსხვერპლად ქცევისგან.
***
ლურჯი ვეშაპი (თამაში)
http://millab.ge/ka/case-study/magaliti-1-lurji-veshapi-/35ლურჯი ვეშაპის სამშობლოდ რუსეთი ითვლება. თამაში ონლაინ სივრცეში 2013 წლიდან გამოჩნდა და პერიოდულad აქტიურდებოდა.
2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის პერიოდში რუსეთის მასშტაბით მოზარდთა თვითმკვლელობის 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლურჯი ვეშაპის შემქმნელია რუსეთის მოქალაქე ფილიპ ბუდეიკინი, რომელიც 16 მოზარდის თვითმკვლელობის შემთხვევებთან კავშირის
გამო დააკავეს. მეორე დაკავებული ილია სიდოროვია, რომელმაც 7 მოზარდის თვითმკვლელობასთან კავშირი აღიარა. მისი განცხადებით,
ონლაინ ჯგუფში გაწევრიანებული ჰყავდა 32 არასრულწლოვანი, რომელთაც სხვადასხვა დავალებებს აძლევდა.
თავდაპირველად ბუდეიკინმა მოქმედება საშინელებათა ვიდეოს გავრცელებით დაიწყო და ცდილობდა, ყურების პროცესში მაქსიმალურად
ბევრი ბავშვი ჩაერთო. შემდგომი ფსიქოლოგიური მანიპულაციისთვის ბუდეიკინი 11-12 წლის ასაკის განსაკუთრებულად სუსტი ფსიქიკის მოზარდებს
არჩევდა, რომლებიც მშობლების/ოჯახის მხრიდან ყურადღების დეფიციტს განიცდიდნენ. თამაშის განმავლობაში ბუდეიკინი პოტენციურ მსხვერპლს
უახლოვდებოდა, მეგობრობის ილუზიას უქმნიდა, სითბოსა და ყურადღებას გამოხატავდა. შედეგად ბევრ მოზარდ გოგონას იგი შეუყვარდა კიდეც.
თამაშის პროცესში გაცემული დავალებები მოიცავდა:
საშიში ვიდეოების ყურებას.
მაღალი შენობის სახურავზე ნაპირთან ახლოს დგომას, ან სახურავზე ჩამოჯდომას.
სხეულზე ლურჯი ვეშაპის გამოსახულების ამოკაწვრას. ამ ჟესტით თამაშის წრეში მიღება დასტურდება. ეს დავალება ძირითადად ისეთ ბავშვზე მოქმედებს,
რომელსაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრების პრობელემები აქვს. შეგრძნება, რომ ის ერთი სოციუმიდან განდევნილია, უმძაფრებს სურვილს, რომ სხვა
სოციუმს შეუერთდეს და მასში ადგილი დაიმკვიდროს.
50 დღის განმავლობაში, ყოველ დილით 4:20 გაღვიძებას. ამ დავალების შესრულება ძილის დარღვევას იწვევს, რომელიც თავის მხრივ
მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგრადობას ასუსტებს და მისით მანიპულირებას აადვილებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბუდეიკინმა თავის მსხვერპლებს “ბიოლოგიური ნაგავი” უწოდა და განაცხადა, რომ თამაშის შექმნის მიზანი საზოგადოების
იმ ადამიანებისაგან გაწმენდა იყო, რომლებიც არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდენ და მომავალში მხოლოდ ზიანს მოიტანდნენ.
ლურჯი ვეშაპის გავრცელების მიზეზებზე საუბრისას ექსპერტები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ:
“დარკნეტში” ფულის გამომუშავების შესაძლებლობა;
კურატორის ფსიქიური პრობლემები. ბუდეიკინის შემთხვევაში ეს ბიპოლარული აშლილობა და ბავშობაში განცდილი ძალადობის კვალი იყო.
კურატორები არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში უჭირთ თვითრეალიზაცია, განიცდიან აღიარებისა და ძალაუფლების დეფიციტს.
პოლიტიკური საფუძველი. მკვლელი თამაშები, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა.
***
„ლურჯი ვეშაპი“ საქართველოში
http://gruzinform.ge/news/33580/%E2%80%9El...arTveloshi.htmlსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი.
უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად
მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას,
რომლებიც, შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ,
რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს
ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან
ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას
გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე
ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
* * *
არავინ არ იცის, თუ ვინ იქნება შემდეგი, რადგან რეალურად მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის და ვერ იქნება დაცული,
ვიდრე არ მიეცემა ყველა პროცესს სწორი შეფასება. ლურჯ ვეშაპს დავარქმევთ თუ სხვა სახელს, პრინციპი ერთია: წინასწარ შერჩეული მსხვერპლის ან/და
მსხვერპლთა ჯგუფების თვითმკვლელობის სცენარში ჩაბმა სუიციდის სისრულეში მოყვანამდე. მასშტაბური და სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
ვფიქრობ, გაერომ, ეუთომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, შესატყვისმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა (ეკლესიამ, უსაფრთხოებამ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებმა),
მესამე სექტორმა, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, მასმედიამ, ოჯახმა უნდა გაატარონ საყოველთაო პრევენციული პოლიტიკა ამ პრობლემის დასაძლევად.
This post has been edited by Катеньки on 8 Nov 2021, 18:00
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.