დავიწყებ იმით, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ოქტომბრის თვეში, თვითმმართელობის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებას მივეცი ხმა. პირველ ტურში ოპოზიციას მივეცი ხმა (ბორის ჩელე ყურუა, ნიკა მელია, პარტია დროა). კი დავიღალე ოცნების ხელისუფლებით და მსურდა ცვლილება. მეორე ტურშიც ცვლილებას მივეცი ხმა (ნაციონალური მოძრაობა და ნიკა მელია).
ვერც ქოცად და ვერც ნაცად თავს ვერ აღვიქვამ, შუაშისტად ჩამთვალეთ, მეც და ჩემი ოჯახიც. ერთ აზრზე ვართ.
ასეა ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი. თავადაც ივით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია შუაშისტი, არავისტი.
რადიკალურად შეგვიცვალა მიდგომები ექს პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დადგმულმა ბოროტმა ძალადობრივმა სპექტაკლმა. აი ამ აფსურდულ ძალადობას რაც მან ჩაიდინა რამოდენიმე პუნქტად დავყოფ.
შანტაჟი, ტერორი და ძალადობა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართრაც ყოფილმა პრეზიდენტმა (და არა პრეზიდენტმა) ჩაიდინა ჩემთვის შემზარავი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია მისი ასეთი გავეშება და გაცოფება ძნელი მისახვედრი არაა. აქ ორი ვერსიაა და აქედან უთუოდ ერთერთია 1) ცრუ იმედები რომელიც მას ჰქონდა, თავი ქრისტედ წარმოიდგინა, წარმოიგინა როგორ შემოდის თბილისში და როგორ ხვდებიან ქრისტესავით, უფენენ პამლის რტოებს. ეს გადატანითი მნიშვნელობით, ისე კი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, დარწმუნებული იყო რომ მისი ჩამოსვლით არჩევნებს მოიგებდა ნაც მოძრაობა, ასევე ხალხის უზარმაზარი მასა არ მისცემდა საშუალებას ოცნებას რათა ის დაეკავებინათ და ციმციმ გამოსტაცებდნენ ხელიდან გველეშაბს 2) მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანა ან თავად ნაც ლიდერებმა ანდაც ოცნებამ მოატყუა.
ყველაფრის ფასად, ყველაფრის კადრებასაკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ბრძოლა წესების გარეშე გამოაცხადა. გაგანია პანდემიაში როდესაც დღეში 5000+ შემთხვევა გვაქვს და დღეში 80 გარდაცვლილი, არც ათასობით კაციან აქციაზე თქვვა უარი. ამით გვაჩვენეს თუ როგორ ფეხებზე კიდიათ რეალურად ხალხი, როგორი ჩალის ფასი აქვს მათთვის ჩვენ სიცოცხლეს.
„დაე დაიხოცოთ კორონა ვირუსით".
„დაე ჩაფლავდეს ეკონომიკა“
„დაე პარალიზებული იყოს ქალაქი“
„ჯანდაბამდეც გზა გვქონია ოღონდ ის ერთი კაცი იყოს კარგად“!
აი ესაა მათი მოქმედებების პათოს.
ფანატიკოსი ექიმები იქამდეც კი მივიდნენ, რომ პაციენტებს არ ვუმკურნალებთ სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნები არ შესრულდებაო.
დაუფრიქრებლად გამოგვღადრავენ ჩვენ ყელს ერთი კაცის ინტერესების გამო.
ფეხებზე კიდიათ, რომ კლინიკები გადატენილია, გვაქვს კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში.
ელემენტარულად ხელი სასწრაფო მანქანების გატარებაც კი ფეხებზე ეკიდათ. 10 000 მდე რომ ასულიყო დღიური შემთხვევები ეგეც ფეხებზე ეკიდათ!
ერთხელ არ გამოუცხადებიათ პირბადე გაიკეთეთო და 95 პროცენტი პირბადის გარეშე იყო.
გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი ბრძოლაგანსაკუთრებით საოცარი იყო ბრძოლის შინაარსი, საზოგადოების უმეტესობამ ვერ გაიგო თუ რას ითხოვდა. დამიბრუნეთ ძალაუფლებაა? გამომიშვით? რიგგარეშე არჩევნები ჩაატარეთ? გადამიყვანეთ კერძო კლინიკაში?
საპნის ბუშტივით გასკდა საზოგადოების თვალში ეს ლიდერი, მთელი მისი ქცევები და ივანიშვილის ლეკვოს ძახება მას წარმოაჩენდა როგორც ინფანტილურ და არასრულფასოვან პიროვნებად, რომელიც გაჭინჭყლებული და ჩაბჟრებულია უბრალოდ ზუსტად არც იცის რა უნდა. ან ვერ გვაგებინებს.
ბავშვი რომელიც ჭირვეულობს და შეიძლება პედიატრმაც ვერ გაიგოს რა უნდა.
ალოგიკური და უტიფარი ამოცანის პირობაგანსაკუთრებით გულისამრევი იყო ჩემთვის შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების შემდგომი პერიოდი, აი სტრასბურგის სასამართლომ რომ მოუწოდა. მიხვდა რომ ჩიხშია და საზოგადოების ტერორის და სიტუაციის არევის მიზნით კიდევ უფრო დაიწყო დაძავულობის მარყუშის მოჭიმვა! გადამიყვანეთ, გადამიყვანეთ! გადაიყვანეეეეეეთთთ!!! კლავეეენნნ!!!! კლავეეენნნ!!!! როდესაც ხელში ეჭირა სიცოცხლის გასაღები, ექიმის მიერ დაგეგმილი რაციონით კვების დაწყება, სისხლის და შარდის ანალიზების კონტროლი. რასაც არანარი მულტიპროფილური კლნიკა არ სჭირდებოდა. საბოლოოდ იმ კონდიციამდე მაინც მიიყვანა თავი როდესაც მართლა დასჭირდა. (თვითდაზიანება, თვითგვემა, მსხვერპლად ყოფნის სინდრომი).
სამოქალაქო დაპირისპირება ბევრი ეცადა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ სამყარო შავ თეთრ, უფროსწორად ლურჯ-წითელ ფერებში წარმოეჩინათ! შენ დუმილით კლავ სააკაშვილს! - გაჰკიოდნენ ისინი. ყველანაირად სცადა უკიდურესი პოლარიზება.
"ბატონმა" მაქარაშვილმა გადატრიალეის მოწოდებით ბანერებიც კი გამოდგა ფეისბუკზე.
არც სამოქაალქო ომზე იტყოდნენ უარს.
რეალურად ამ მოვლენებმა მკვეთრად დაგვანახა, რომ თუ ქართული ოცნება ძალაუფლებისაგან დაბრმავებული ბოროტმოქმედთა ხროვაა,
ნაციონალური მოძრაობა კი ძალაუფლების ლომკაში მყოფი ბოროტმოქმედთა ხროვაა.
აი რა რეალური შედეგი დადგა: ორთოდოქსმა ნაცებმა იარეს აღმა დაღმა,
შუაშისტებისათვის კი ნიღაბი ჩამოეგლიჯა ნაციონალურ მოძრაობას (ოცნება რა ნეხვია ისეც ვიცოდით)
დაზუსტებით გეტყვით, აღარც ჩემი, აღარც ჩემი მშობლების, აღარც ჩემი დის, ძმის, ჩემი ნათესავების მხარდაჭერა ნაც მოძრაობას არ აქვს. განა მარტო ჩემი ოჯახია ასე? არა მე ვუყუროებ ჩემს გარშემო სოციუმს და იგივე გულისრევის განცდითაა შეპყრობილი ყველა. ის თავის ორთოდოქსი ელექტორატი ჰყავს ისევ და დასდევს აღმა დაღმა.
არ გაწყობთ არა თქვენ ვადამდელი არჩევნები
რადგან თქვენი ლიდერის გაფარჩაკების პირდაპირპროპორციული იქნება შედეგები არჩევნებზე!
This post has been edited by badrijan on 22 Nov 2021, 13:36