ვიო, თქვენი არ ვიცი და ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობის რაღაც ნაწილში ინტერნეტი არ იყო ხელმისაწვდომი, v3 რო გამოვიდა 2005 წლის ახალ წელს მქონდა და სამეგობროში ყველაზე მაგარი ტელეფონი იყო რომელსაც შიდა მეხსიერება 5მბ აქვს და ბარათი არ იდებოდა

ერთს ჰქონდა მარტო მზე ნოკია და ის მანიაკად ითვლებოდა.
ინტერნეტი სახლებში dial-up. ინტერნეტ კაფეებში dsl ცს თამაშის დროს ონლაინ ქართულ სერვერებზე ისეთი პინგი იყო დახურეთ ფანჯრები-ს ყვიროდნენ ხოლმე ტიპები
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ინფორმაცია ამ დოზით არ იყო ხელმისაწვდომი რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამდენი ნაგავი არ გვეყარა ასარჩევად. სხვა გამოწვევები იყო, ქუჩა, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები მაგრამ რა თქმა უნდა ისე არა როგორც ახლაა მოდებული ყველას კაზინო რომ უდევს ჯიბეში
ან ნარკოტიკი, კი ყველაფერი თავზე გვეყარა პირდაპირი გაგებითაც მაგრამ მერე მიჰამ მაგრად გადაუჭირა ვინტილები და ასეთი ###ობა არ ხდებოდა.
შეეგუეთ!!!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შე აყლიოზო ლეგალიზაციას პირველ რიგში იმიტომ ვითხოვ, ხელი და პირი ქვისკენ მიქნია

შენი შვილი რომ წავა კლუბში mად ნაყიდი ფენტანილით მკვდარი არ მოგისვენონ სახლში
პლუს გარყვნილება რომელიც გლობალური ქსელის ორივე მხარეს იმალება, გარყვნილებას არ ვებრძვი ნამდვილად თუ კანონმდებლობის ჩარჩოებშია მოქცეული, უბედურება ისაა რომ ეს ყველაფერი ისე დაგვეჯახა რომ მომზადებული არავინ იყო, საშუალო და უფროსი ასაკის ხალხის უმეტესობას ტელეფონზე მელოდიის შეცვლა არ შეუძლია. საკუთარ შვილებს ამდენი ნაგავი როგორ უკონტროლონ ან შეუზღუდონ მაგაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია.
დღეს რა და როგორც გვაქვს, მაგის შედეგების მომკას ნელ-ნელა ვნახავთ ჰედონიზმისკენ მიდრეკილი წილხვედრლენდელნი.
დაფიქრდით მომავალზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by public_enemy on 8 Nov 2021, 19:31
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...