#58590698 · 11 Nov 2021, 14:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. mymarket.ge-ს ადმინი ხომ არავინაა აქ? უკვე მერამდენე შემთხვევაა mymarket.ge-ზე განთავსებული განცხადებას ბლოკავენ და მიზეზი არის "არასწორ კატეგორიაში განთავსება" , არადა სწორად არის ყველაფერი. რამდენჯერმე მივწერე კიდეც და პასუხს არ მცემენ. * * * როგორც იქნა მაღირსეს პასუხი და არგუმენტს შეგნებულად აქ განვათავსებ, რადგან მათთან პირდაპირი მიმოწერა დაუშვებელია. იქნებ ვინმემ განმიმარტოთ ამ არგუმენტის არსი:
QUOTE | გამარჯობა, გიო მე ********* ვარ, თქვენი ასისტენტი MY.GE-ს სივრცეში. სასწორების კატეგორია გათვლილია უშუალოდ მაგიდისა და დასადგომ სასწორებზე. აღნიშნული ნივთი უნდა განთავსდეს კატეგორიაში "სავაჭრო ინვენტარი" და მიეთითოს ატრიბუტი "სასწორი". გთხოვთ სწორ კატეგორიაში განათავსოთ განცხადება. |
ანუ განცხადებაში არის სასწორის გაყიდვა და განთავსებული იყო განყოფილება "საოჯახო ტექნიკა" და "სასწორები", თურმე არასწორი ყოფილა და იქ მხოლოდ დასადგამი სასწორი უნდა განათავსო, რა იდიოტობაა!!!! მაშინ დააკონკრეტე კატეგორიის სახელში და მივხვდებით, საიდან გავარკვიო ეგენი რას გულისხმობენ.
და მეორე კიდევ , სხვებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს , მაგრამ როცა მსგავსი ნივთი სხვა განცხადებები ტექნიკის გატეგორიაშია, მარტო ჩემი რატომაა მიუღებელი? სადააა სამართალი?
|