აგერ ჩემი ორი უუუგენიალურესი გეგმა



მოკლედ, ცოტათი ყველანი დასერიოზულდით, და ბავშვურ "განსაცდელისტობას" შეეშვით.
არცერთი დიდი ცვლილება თუ რევოლუცია "გეგმარებით" არ ხდება, მსგავსი პროცესები წინასწარ გაწერილი არ არის, არანაირი გეგმა მაგ დროს არ არსებობს.
თუ რაიმე "გეგმაზე" შეიძლება იყოს ლაპარაკი, ეს გეგმა მხოლოდ არის ქუჩების დაკავება, მეტი არაფერი.
2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს არ არსებობდა წინასწარ გაწერილი გეგმა, ეგ არის ერთ-ერთი სულელური მითი, რომ 2003 წელს რევოლუცია წინასწარ იყო გაწერილი, ამ დროს კი რევოლუცია აზრადაც კი არ იყო, უბრალოდ პროცესმა და ვითარებამ მოიტანა. არც საფრანგეთის 1789 რევოლუცია ყოფილა წინასწარი გეგმით დაწერილი, და არც თუგინდ ფუნდამენტალურად განსხვავებული ტიპის რევოლუცია - ირანის ისლამური რევოლუცია იყო წინასწარ გაწერილი, საბჭოთა თუ ამერიკული დაზვერვისთვის აიათოლას კასეტების რევოლუცია აბსოლუტური მოულოდნელობა იყო.
მსგავსი ვითარების დროს მოულოდნელობის მთელ ეფექტს ქმნის ის, რომ რევოლუციური პროცესებისას 90% ჩათვალეთ რომ რიგით ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინმე "ლიდერი" კი უბრალოდ რიგითი ადამიანებისა და საზოგადოების ბრაზის და უკმაყოფილების გამტარია. "ლიდერები" ყალიბდებიან ზუსტადაც რომ ამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების მზარდად განვითარებადი პროცესის დროს.
დიდი ცვლილებებისას პროცესები ვითარდება სპონტანურად და არაპროგნოზირებადად, იმიტომ, რომ ცვლილებების დაკვეთა მოდის ქვევიდან, და არა ზევიდან რაღაცა ვიწრო ჯგუფის მიერ. დღეს ქოცობას გაყალბების გზით ჩაგდებული აქვს ასბოლუტური ძალაუფლება, მას ეს აბსოლუტური ძალაუფლება არ ეკუთვნის, მათ ეს აბსოლუტური ძალაუფლება გაყალბებისა და მაქინაციების ხარჯზე აქვთ უზურპირებული. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა პროცესებზე ამ ქვეყანაში აწი, და პრინციპში უკვე კაი ხანია, პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა (ხიხო) ივანიშვილი. აწი რაც არ უნდა ეცადოს და ჩრდილში მოჯმულივით კიდევ ერთხელ გადაიმალოს ხიხო, ეგ ვეღარ გაუვა ქოცთა ბრძენს.
26 ოქტომბრის მერე, ყოველი წუთიდან, საათიდან, თუ დღიდან, საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება თუ ბრაზი წავა პირადად ბიძინა (ხიხო) ივანიშვილის მიმართ. ესე ხდება ყოველთვის, არაფერს აქ მე ორიგინალურს არ ვწერ.
16 წელი არალეგიტიმურმა რეჟიმმა ძალაუფლებაში გაქაჩოს... აბა თავად გადახარშეთ ყველამ... ეს არალეგიტიმური რეჟიმი 16 წლის თავს ვერ მიატანს, ეს ჩემი სურვილები კი არ არის, ამას გვასწავლის ისტორია და მისი გამოცდილება.
ეს უზურპატორი და რუსეთის ფედერაციიდან თავს მოხვეული რეჟიმი ძალიან დიდი ალბათობით ბრუტალურად დასრულდება, ეს უკმაყოფილების ნიაღვარი აუცილებლად წალეკავს მთლიანად ქოცობას, და პირადად ბიძინა (ხიხო) ივანიშვილს.
This post has been edited by გიო88 on 5 Nov 2024, 07:53