გამარჯობა

დაახლოებით აგვისტოს ბოლოს პატრულმა დამაჯარიმა პირბადის არკეთების გამო (ტელეფონზე ვსაუბრობდი და დროებით მოვიხსენი), გარშემო არავინ იყო, არავის საფრთხეს არ ვუქმნიდი. პატრულს, რომელმაც დამაჯარიმა, არ ეკეთა პირბადე. რომ ვკითხე თქვენ არ გიკეთიათ პირბადე და მე რა ნამუსით მაჯარიმებთთქო, ასეთი პასუხი იყო: ყველამ ჩვენს თავზე უნდა ვაგოთ პასუხიო, მე ნუ მიყურებთო.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ ჩამიწერია. ხოლო რაც შეეხება პოლიციას, არც მათ ჰქონდათ სამკერდე კამერები და რეალურად ფოტო/ვიდეო მასალის საშუალებით არ დაფიქსირებულა, რომ მე პირბადე არ მეკეთა (სადაც დამაჯარიმეს, იქ არ იყო არც სხვა კამერები).
დღეს მომდის შეტყობინება საქარათველოს ბანკისგან, რომ ჩემს ანგარიშებს ყადაღა დაედო. ჯიგრებმა არჩევნების მეორე ტურსაც დაუცადეს და ახლა შეიტანეს განაცხადი
ვიმედოვნებდი რომ ამ ჯარიმებსაც ჩამოწერდნენ საარჩევნოდ და ამიტომ აღარ მიჩივლია. ეხლა მაქვს რაიმე შანსი რომ ვუჩივლო ან იმ ჯარიმაზე ან აღსრულების ბიუროს? ჯარიმას პრინციპულად არ გადავიხდი იმიტომ რომ პიროვნებამ, რომელმაც დამაჯარიმა, თავად არღვევდა წესს.
იქ სადაც ბნელა ბატონო გელა შეყავით ნელა.