#58585312 · 10 Nov 2021, 05:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინვესტიცია მარტო მონეტარული არ არის, ანუ თანხებში არ გამოიხატება მხოლოდ. ინვესტიცია შეიძლება მოახდინო დროის, ენერგიის, გარჯის, სიყვარულის იმის იმედით, რომ ეს შენი ინვესტიცია დროთა განმავლობაში დაფასდება და დაგიბრუნდება შენ და ზოგადად საზოგადოებას, მეტწილად გამრავლებული.
ხო და მე რასაცა ვხედავ, არ არის ასეთი ხალხი უმრავლესობაში. დღიდან-დღემდე ცხოვრობს უმეტესობა. გადააგორე ერთი დღე? კაი! "ხვალეზე", ხვალ ვიფიქრებ.
საქმე ისაა რომ ამ დღის გადაგორებაშიც დიდი კონტრასტია, ვიღაცისთვის დღის გადაგორებაში იგულისხმება უბრალოდ მშიერი არ იყოს ამ დღეს და ვიღაცისთვის კიდე ნიშნავს კუჭი გასკდომამდე ამოიძღოს.
ეს დღიდან-დღემდე ცხოვრება "ვაგზლური" ცხოვრებაა. სადგურში რო ხარ ან აეროპორტში და იცდი გადაჯდე შემდეგ გამაგრძელებელ რეისზე. ასეთი ცხოვრება წესად თუ გინდათ იქციოთ მოიმარჯვეთ გიტარა, ფანდური, ტიკჭორა და იხეტიალეთ დუნიაზე ბოშებივით. ეს ხალხი ცხოვრობს ასე; დღიდან-დღემდე. ეს სახელმწიფოს ცხოვრება არ არის.
This post has been edited by შხარა on 10 Nov 2021, 05:33
|