#58585499 · 10 Nov 2021, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2012 წელს ხელისუფლებაში ქოცები რომ მოვიდნენ ჰქონდათ სრული კარტბლანში ეკეთებინათ რაც უნდოდათ. კოჰაბიტაცია რომ შედგა გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში შუღლი დასრულდებოდა. ამასთან, მათ შეეძლოთ გაეტარებინათ დემოკრატიული რეფორმები, ჩაეტარებინათ სასამართლო რეფორმა, ეგრევე მიეღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა და 2020 წლისათვის საქართველო ევროკავშირშიც კი გაეწევრიანებინათ.
მათ შეეძლოთ გადაეგდოთ რაც ცუდი იყო წინა ხელისუფლების დროს და დაეტოვებინათ რაც კარი ჰქონდათ მათ.
სანაცვლოდ ამისა ქართულმა ოცნებამ თანდათან მოუხმო სიძულვილის ენას, ბოლო კი სრულ პოლარიზაციასა და სიძულვილში გახვია ქვეყანა. ნამცვლად ანგარიშვალდებული ხელისუფლებისა ყოფილმა პრემიერმა მოიხსნა პასუხისმგებლობა ისე, რომ თავად ძალაუფლება არ დაუთმია - შეიქმნა ჩრდილოვანი მმართველობა თავისი მარიონეტებით.
გაჩნდა ნეპოტიზმი, არაპროფესიონალები წინ წამოიწივნენ (დღეს ამ ყველაფრის შედეგს ვიმკით), მედროვეებმა დაიკავეს პოლიტიკური არენა და ვაზელინიზაცია უმთავრესი კარიერული წინსვლის საშუალებად წარმოჩინდა.
არ შესრულდა არანაირი სოციალური და ეკონომიკური დაპირება, პირიქით ამ მხრივ სიტუაცია ბევრად დამძიმდა. ესეც არაპროფესიონალი კადრების დამსახურება იყო დიდწილად. სამაგიეროდ გაიბერა საჯარო უწყებები თანამშრომლებით, რომლებიც არაფერში იღებენ ხელფასს.
ამასთან, ქვეყანა დაშორდა დასავლეთს, ოღონდ ისე რომ რუსეთთანაც პერსონალური ფლირტის გარდა არაფერი უკეთებიათ - ოკუპანტებმა მოიტაცეს ასობით ქართველი, აწამეს და მოკლეს საქართველოს მოქალაქეები, დაიწყეს ბორდერიზაცია, დაიკავეს დამატებითი ტერიტორიები და ისე, რომ აქ ხელი არავის გაუნძრევია. ამასთან ანალკიის პორტი ჩააგეს რათა რუსეთისათვის ესიამოვნებინათ. მაგრამ ეს გეგმიური პოლიტიკა კი არ არის, არედ ივანიშვილისა და ქოცების პერსონალური პრო-რუსული ფლირტია, თორემ ამათ კურსის განსაზღვრის თავიც არ აქვთ. უბრალოდ ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით: ვინც ხელს შემიწყობს მე, ჩემს ფინანასებსა და ძალაუფლებას, მის მხარეს დავიჭერ. თუკი ხვალ ჩინეთი მოვა და ამას შეპირდება ჩინეთს დაუჭერს მხარს. ჩვენ ქვეყანაში არ არის სახელმწიფო ინტერესები, არამედ არსებობს ერთი კაცის ინტერესები და თუ დაემთვხვა მისი ინტერესები და ხალხის ინტერესები ხო კაი და თუ არ დაემთხვა ცივი წყალი უნდა დავლიოთ.
მერე 20 ივნისს ხალხს თვალები დათხარეს. რასაც საარჩევნო დაპირება, რასაც კვლავინდებურად ხალხის გადაგდება მოჰყვა. მარტივად რომ თქვათ ქართულმა ოცნებამ რაც ნაციონალურ მოძრაობას ცუდი ჰქონდა შეინარჩუნა და რაც კარგი ის გადააგდო. ძალას, რომელსაც ხალხის უზარმაზარი მასა ენდობოდა და ბევრად უფრო წარმატებული სახელმწიფო დახვდა, ვიდრე 2004 წელს ნაციონალურ მოძრაობას.
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|