გამოჩნდა, გამოჩნდა...
ჩართვა იქნება. სტუდიაში არ იქნება. ასე რომ ვერ გავიგებთ სად არის.
წესით ინწირესნი უნდა იყოს.
საგანგებოვო, დაუგეგმავად გვიხდება ჩართვაო.
რას იტყვის ნეტა?


მხოლოდ წერილი დაიდო ტექნიკური ხარვეზის გამო
ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, 11 ნოემბერი, 2021 წელი:
”სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება ზურაბიშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.
ზურაბიშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს.
პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია, გააცნობიერებდა, რომ ლეგიტიმური გზით პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელია და არ შეეცდებოდა კანონიერების ჩანაცვლებას: პირველი – ძალადობით და მეორე – სიცრუით.
I – საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს – მას ზურაბიშვილის ჯგუფი, შესაბამისი ფინანსური შემოსავლებით, მთლიანად აკონტროლებს; ნორმად გახდა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ არიან მოკლულები და დაკარგულები; საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით _ ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა.
II – დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი მთავრობის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია. აღმაშფოთებელია, რომ მთავრობა საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს. ქვეყნის მთავრობის მიერ შექმნილი სიცრუის მანქანა არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი უძნელებს თეთრის შავისაგან გარჩევას. სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა საინფორმაციო საშუალებების ტოტალური კონტროლის გარეშე. ყველა ტელევიზიას, მათ შორის "იმედს" და "საზმაუს", მთავრობ აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ.
"ალტინფო" და "ობიექტივი" ძირითადად თბილისს მოიცავენ. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში ხალხი ყველაზე მეტად არის ინფორმირებული, ამ ორი ტელევიზიის გარეშეც თბილისელების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ როგორია რეალობა; რასაკვირველია, გარდა იმ თბილისელებისა, ვინც პირდაპირ კავშირშია დღევანდელ მთავრობასთან (მუშაობენ ან რაიმე სახის დაფინანსებას ღებულობენ), მას დედაქალაქში პრაქტიკულად მხარდამჭერი არ ჰყავს. შესაბამისად, ის კრიტიკა, რომელიც ამ ტელევიზიების საშუალებით ხორციელდება, სააკაშვილს ბევრს არაფერს აკლებს, სამაგიეროდ, რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
This post has been edited by SPLIYVI on 11 Nov 2021, 21:11