ასეთი ორი შეკითხვა მაქვს და მაინტერესებს თქვენი აზრი:
1) თუ იესო ამბობდა, რომ მე ვარ ღმერთი, ღმერთის განსხეულება ადამიანის სხეულში, ღმერთის ერთადერთი "ძე" (ანუ ფაქტიურად იგივე ღმერთი) და ა.შ. რანაირად მოახერხა მან მომხრეების შეკრება, მათ შორის იმ 12 უახლოესი მოსწავლის, ასევე 70 სხვა მოსწავლის და სხვების.
რადგან ესენი ყველანი იყვნენ მორწმუნე იუდეველები და იუდეველისთვის იმის მტკიცება, რომ ადამიანი არის იგივე იაჰვე ან იაჰვეს ერთადერთი "ძე" და რომ იაჰვე არის "სამება", ეს იქნებოდა სრული აბსურდი და ამას არავინ მიიღებდა, გიჟის მეტი, მათ შორის არც იესოს მამობილი, არც დედამისი მარიამი და არავინ. არადა ფაქტია, რომ იესომ მოახერხა თავისი თემის შექმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩვეულებრივი მორწმუნე იუდეველები, იგივე იაკობი და სხვები.
აქედან დასკვნა: არასოდეს იესოს არ უთქვამს, რომ ის არის ღმერთი და მსგავსი რამეები და ეს კარგად ჩანს ყველაზე ძველი სამი სახარებიდან (მარკოზი, მათე და ლუკა), სადაც მსგავსი არაფერი წერია. და პირიქით, თავად იესო ამბობს, რომ მოვიდა, რომ აღასრულოს ძველი და არა შექმნას ახალი.
მათე:
17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
2) სამებისტები ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ანუ ღმერთის დედამიწაზე ადამიანის სხეულში მოსვლით, მოხდა უდიდესი სასწაული და ღმერთმა გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები, დაწყებული ადამიდან. ამით მოხდა მთელი კაცობრიობის ხსნა:
აგერ რას წერს მართლმადიდებლური საიტი
https://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/khareba.htm ხარებაზე (იგივე ევანგელიე)
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
Ева́нгелие (от др.-греч. εὐαγγέλιον — «благовестие, благая весть»[1]; «награда гонцу за радостную весть»[2]; от εὖ — «благо» и ἀγγελία — «весть») в христианстве ― весть о наступлении Царства Божия и спасении рода человеческого, провозглашённая Иисусом Христом и апостолами.
და ეს ლოგიკურია. თუ მართლა ღმერთმა თავისი "ერთადერთი ძე" გამოაგზავნა ასეთი მისიით, მაშინ მთელი კაცობრიობა უნდა გადარჩეს ამით და არა მისი ნაწილი, 10 ან 20%. ხომ ასეა?
ახლა ვნახოთ რა წერია ბიბლიაში ოფიციალურად შეტანილ წიგნში "იოანეს გამოცხადება". ეს არის ბიბლიის კანონიკური წიგნი და არა რაღაც აპოკრიფი და .შ.
და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.
და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.
ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
და ზოგადად, მთელი ეს "გამოცხადება" მოგვითხრობს საშინელ ბრძოლაზე "კეთილსა და ბოროტს" შორის სამყაროს დასასრულს.
ახლა კითხვა: თუ ღმერთმა იხსნა კაცობრიობა ქრისტეს საშუალებით და ევანგელიე აუწყა, ეს "გამოცხადების" უჟასები და ბრძოლები და კაცობრიობის ნაწილის დაღუპვა რაღას ნიშნავს? :დ ხომ მთელი კაცობრიობა და არ მისი ნაწილი, უნდა გადარჩენილიყო ღმერთის მადლით? :დ