kamech
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3579
წევრი No.: 32286
რეგისტრ.: 31-March 07
|
#58651891 · 29 Nov 2021, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სანამ ფორუმზე და არა მარტო... მთელს სოც.ქსელებში აქტიურად მიდის უპურო სანახაობით ტკბობა და მოვლენების შეფასებები, მეც შევეცდები ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო და დავწერო... ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება ყველაფერი... დავიწყოთ თავიდან... ნამდვილად არ ვარ ექს-პრეზიდენტზე იმ აზრის, რომ მასში ცოტნე დადიანის სული ბინადრობს და ზვიადის რეინკარნაციაა... თავისი ხასიათებით და შესაბამისად ამბიციებითაც, არ განეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანს, რომელიც ერთ დღეს უარს იტყვის უკრაინაში ძალაუფლებაზე, ფუფუნებაზე, სიმდიდრეზე, "ახალ ცოლზე" და ადგება და წამოვა საქართველოში ციხეში საჯდომად! დარწმუნებული ვარ მყარი გარანტიების გარეშე, ის ნაბიჯს არ გადმოდგამდა აქეთ... არც იმის მჯერა, ქოცები რომ თავის აქტივს აჯერებენ, ვანომ აჭამა, მოატყუა, ჩამოიტყუაო... რაც გინდა თქვით და პოლიტიკურ ჭკუას, გამჭრიახობას და ინტელექტს ვერ დავუკარგავთ, რაც იცის - იცის, შესაბამისად ვანომ უთხრა ჩამოდიო, მამამისმა მენატრებიო, ნიჟარაძემ ბათუმში შენთან ერთად გასეირნება მინდაო, მელიამ მარტო კაცი პარტიაშიც ბრალიაო და მსგავსი არაფრის მომცემი სენტიმენტების არც მე მჯერა და არც თქვენ და მიშას ხომ საერთოდ! მოკლედ ეს გეგმა ჩემი აზრით საკმაოდ ზემოთ არის დაგეგმილი და საკმაოდ მყარი გარანტიებით. ჩამოსვლითაც, ისეთ დროს ჩამოვიდა, როდესაც ყველაზე მომგებიანი იყო მისთვის... ჩვენ ეტაპობრივად ვუყურეთ ყველაფერს... 2012 წელს მიშას ხსენებაზე შეიძლება ვიღაცას ტყვია ესროლა ქუჩაში, სახლიდან არ გამოდიოდნენ ე.წ. "მიშისტები", ურტყამდნენ და აგინებდნენ... ნელ-ნელა, ნელ-ნელა... ქოცმა თავისი ქნა, დედა უტირეს ქვეყანას, ჩაძირეს, ჩააბანძეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ უკან მიდის ქვეყანა, ეკონომიკა, კორუფცია... როგორც ექსი იტყოდა "რადარებიდან გააქრეს საქართველო"... როცა მოვიდნენ ლურჯები 12 ში, ახლანდელებთან შედარებით ნორმალური გუნდი კი არა All Star ჰყავდათ... პიროვნულად მოგწონთ თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ რესპები, დემოკრატები და ა.შ. მოკლედ იცოდა ამ ხალხმა პოლიტიკა და გამოცდილებაც ქონდათ. ნელნელა შარიკოვებმა ყველა მოიშორეს და დარჩათ ბურთი და მოედანი... ნუ თქვენც ხედავთ ვისაც! არაფრიდან მოსულ არაფრებს... როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა "რაც გინდათ ის დაუძახეთ" ხოდა ამ რაღაცნაირმა ხალხმა მოახერხა ის რომ ჯერ ჩუმად, გულში... მერე "ქუხნაში", მერე უკვე ბირჟაზე... ხოდა ქუჩაშიც გავიგონეთ "მიშა, მიშა!" ოცნებისეულ საარჩევნო რესურსსაც შევხედეთ, ბოლო რამოდენიმე არჩევნებია, გაყალბებით, ძველი ბიჭებით, მაგიდის ქვეშ დამალული დეიდებით, ბაგა-ბაღებით და სასაფლაოს დირექტორებით, მაინც თანაბრად უდგება "ნაცმო" - გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული. შესაბამისად გაჩნდა საფუძვლიანი და სიღრმისეული "ეჭვი" რომ კარგი ბიძგის შემთხვევაში ამათი დამთავრება დიდი არაფერი საქმეა, ხოდა მიშაც ჩამოვიდა... და თან ჩამოვიდა როგორ? ისე რომ მესამე თვე იწყება დღის წესრიგს უქმნის ამ შტერებს! ჯერ ჩამოვიდა და თავზე დააკუკა მთელს უშიშროებას, საზღვრის დაცვას, შსს-ს და ა.შ. ძალოვან სტრუქტურებს და მიუხედავად იმისა რომ თითქმის დაგინების დონეზე თქვა - ჩამოვდივარო, კონტრდაზვერვამ და უშიშროებამ ისიც კი ვერ უზრუნველყო, რომ თვალთვალზე დაესვათ და ტიპმა ისე გადმოკვეთა ორი ქვეყნის საზღვარი და "ჩემი, შენი, ჩვენი შავი ზღვა", ისე მოიარა მთელი საქართველო, ისე ისელფავა ბათუმში, სამეგრელოში, მცხეთაში, თბილისში, რომ სანამ ბოლოს გლოვომ კორპუსს ვერ მიაგნო და ტრასაზე არ დახვდა, მანამდე ვერ დაიჭირეს! დაჭერას რაც შეეხება, დროში გაწელილად რომ შეხედოთ... დრამატურგიაა! უმაღლესი კომედია... ორ თვიან შუალედში იწყება იმით, რომ ქვეყნის პირველი კაცი იძახის "გილოცავთ ბატონო ბიძინა, აგერ ცხვარი შემოგწირეთ ბიძინაობა-დღესო" და ორ თვეში პასუხად მიიღო რაც გინდათ ის დაუძახეთ, გინდათ ჩემი მდივანი, გინდათ ჩემი ხელის ბიჭი, გინდათ "წყლის მომტანი ბიჭი" და გინდათ... ნუ აღარ ვიტყვი იმას რაც ყველამ ერთხელ მაინც გაიფიქრეთ გულში საპასუხოდ "რაც გინდათ ის დაუძახეთ" ფაქტია, რომ ჯერჯერობით სააკაშვილი ყველაფერს აღწევს რაც უნდა, ნელნელა და გეგმაზომიერად! თვითონ წყვეტს რომელ ციხეში იჯდება, მიაღწია სასამართლოს და სასამართლოზე რამდენს ილაპარაკებს, მაგასაც თვითონ წყვეტს! და სასამართლოზე მოლაპარაკე მიშას, ქოცები რომ საპირწონედ ვერავის დაუყენებენ, ამაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს... გინდათ დემაგოგია დაარქვით, გინდათ ქარიზმა, მაგრამ ფაქტია რომ ამ დონის ქოცებში არავინაა, ვინც მას დისპუტში მოუგებს... შესაბამისად მიშას სასამართლოები, ნელნელა გადაიქცევა მის ტრიბუნად... მითუმეტეს ისეთი აბსურდული ბრალდებების ფონზე, როგორსაც უყენებენ... ამაზე ადრეც მიფიქრია, მაგალითად ბაჩოს შემთხვევაზე... ძნელია მოძებნო ქვეყანაზე სხვა ადამიანი ვიდრე უფრო მეტად მზარავს და მაშფოთებს ვიდრე ახალაიაა... არ ვიცი ხმებს და ჭორებს ავყევი თუ მართლა ასეა, მაგრამ ტიპი დედამიწაზე ყველაზე სასტიკი და ბოროტი ადამიანი მგონია... მაგრამ რაზე ზის ბაჩო? ვაშლის გათლაზე? თუ სპეცნაზის ვარჯიშზე... გახსოვთ პროკურატურა რომ განიხილავდა, თავდაცვის მინისტრობის დროს, სპეცნაზს რომ ავარჯიშებდა, უყვიროდაო... ასეა მიშას შემთხევაც... დღეს ალბათ ბევრს გაგეცინათ, ფორუმზეც იყო უკვე თემა... ჰო, ნამდვილად სასაცილოა, როდესაც მიშა ამბობს არაფერი ვიცოდი 7 ნოემბერზე, თავიდან ბოლომდე შსს მინისტრი იღებდა გადაწყვეტილებებსო... მაგრამ იცით რატომ თქვა ეს? იმიტომ, რომ ამის გამო ვანოს უკვე მოხდილი აქვს და სხვათაშორის ბევრისგან განსხვავებით "კაცურად"! (ვგულისხმობ იმას, რომ არავისკენ ხელების გაშვერა არ დაუწყია და ყველაფერი თავის თავზე "აიღო") ახლა რანაირად უნდა გაასამართლონ მიშა 7 ნოემბერზე? ვანომ თქვა მე ვიყავიო... სასამართლომაც უთხრა შენ იყავიო... დაიჭირეს და უკვე გამოუშვეს კიდეც! მოკლედ ნორმალური სასამართლოს პირობებში, 7 ნოემბერზე არაფერი ემუქრება... ასევე გირგვლიანის საქმეზეც მიშას გასვრა აბსურდია... შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად მაშინ ყველა დასაჭერია, რადგანაც ყველას ყავს გამოშვებული გარეთ კრიმინალები და უარესებიც... რა სალომე არ უშვებს ხალხს? თუ ისინი დამნაშავეები არ არიან? მოდი ქოცური ლოგიკით მივყვეთ... ხომ მიაჩნიათ, რომ ჟორიკა რურუა არის მანიაკი, მრავალგზის მკვლელი, კაციჭამია და ა.შ. შესაბამისად თუკი მიშას გასამართლებას ითხოვთ გირგვლიანის საქმეზე დამნაშავეების შეწყალებაზე, რატომ არ ითხოვთ სალომეს დაკავებას და გასამართლებას კაციჭამია რურუას გამოშვებისთვის? აი, ამას ჰქვია უკვე ორმაგი სტანდარტი! ნუ პიჯაკები, კაჩენსკის თაიგული, იუშენკოს ჭრელი აბანოები, ბუშის ხინკალი, მიშას მასაჟი და ა.შ. სასაცილოა, ეს თვითონაც იციან და ამით ბევრს ვერაფერს მიაღწევენ... პირიქით, დასაცინები გახდებიან... ერთადერთი რაც არის, ვალერი გელაშვილის საქმე... მაგრამ მანდაც მგონია გაუჭირდებათ ჩვენებების მოპოვება, მითუმეტეს ახლა... მოძებნიან ვინმე თავზე ხელაღებულ ყოფილ მაღალ ჩინოსანს, რომელიც იტყვის, ცრემლები წამომივიდა რომ გავიგე ჩემს მხედართმთავარს როგორ აგინებდა ვინმე ვალერაო, გავბრაზდი, მოვკიდე ბიჭებს ხელი და მივცხე და მოვცხეო... მოკლედ იურიდიულად ძალიან გაუჭირდება ქართულ პროკურატურას თავისი "სიმართლის" გატანა და ერთადერთი გზა რაც რჩებათ, არის მოსამართლის ჩაქუჩი... დაცხოს და თქვას ასე იყო, მე ასე მინდა და მორჩაო! თუმცა სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, დასავლეთისთვის ის მაინც თავიანთი კაცია, რომელიც თვითონ შექმნეს და მისი ბოლომდე "გაფარჩაკება" თავიანთი ავტორიტეტის "გაფარჩაკებაა" და ფარულად და ირიბად მხარს ყოველთვის დაუჭერენ, იმ დონეზე მაინც, რომ კრებითმა "მურუსიძეებმა" ისე ვერ აკაკუნონ ჩაქუჩები, როგორც უნდათ... ამიტომაცაა, რომ ახლა ამერიკა აღშფოთებულია მოსამართლეების დანიშვნით და ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა წინასწარ ამბობს საქართველოში სასამართლო მიკერძოებული და "ხიხიააო", შესაბამისად "სტოვპირიოდს" იჭერს იმისთვის, რომ თქვას, ამ სასამართლოს განაჩენი არის "არაგანაჩენი" და ამას ჩვენ სააკაშვილის გასამართლებამდე ვიძახდითო... მოკლედ იურიდიულად გამოძრომა კარგი ადვოკატების პირობებში ადვილად შეუძლიათ და ადვოკატები ჰყავს... რას ინატრებ, გულო და სულო... სამი "მანიაკი" თავის საქმის... გვარამია, ერთია რას ვფიქრობთ მასზე და როგორი წარმოდგენა გვაქვს და მეორეა... მტერს და ავს შეუჩნდა ეგ! ვინმე ჯარჯიზე მეტი რომ შეუძლიათ, ეს უკვე დღეს ვიხილეთ... ამოიღებდა ხმას და ეგრევე აჩუმებდნენ, ალაპარაკე პრეზიდენტიო! იჯდა ეს ჯარჯიც და იმის მაგივრად ეპროკურორა, მიშას One Man Show ში მიიღო მეასე ხარისხოვანი როლი... დარჩა მორალური მხარე... როდესაც ჩვენ გვაქვს შინაგანი განაჩენები მიშას მიმართ... მაგრამ რასაც ვუყურებ ეს ორი თვეა, აქ უფრო კარგად აქვს საქმე! საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით, სრულ კათარზისს გადის მიშა... მოარგეს წამებულის მანტია, აშიმშილეს, აბრძოლეს... ერთმა ჩემმა მოშავო მეგობარმა სწორად თქვა... ვინ უფრო "ქურდულად" არის ციხეშიო? ის პატიმრები, ადმინისტრაციის დაძახილზე რომ აგინებენ სხვა პატიმარს თუ მიშაო, რომ შევიდა და "ნადძორს" ხელი დაარტყა და "ვახტიორს" აგინაო? რაც მთავარია ყველა მიზანს აღწევს... იძახდნენ ჭამსო, მაგრამ მაინც გადაიყვანეს, შიმშილისგან ცუდად არისო... მოტყუებით გადაიყვანეს გლდანში... იქაც ხან პალატა აუწყვეს, ხან კატეს აპარატი მიათრიეს და მაინც იმდენი ქნა და ისე შეუკიკინეს ოცნებას ევროპიებიდან, სანამ როგორც მხედართმთავარი, სამხედრო პატივით არ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის ჯარი იცავს, რომელიც მართლა მისი შექმნილია და ფსიქოლოგიურად ეს მოქმედებს ჯარზეც და მიშაზეც... დიდი ალბათობით დადებითად! დრამატურგია ვახსენე ზემოთ და დრამატურგიას ერთი წესი აქვს... ამ ჟანრის ნაწარმოებებს ორი გმირი სჭირდება, შეიძლება ერთი დადებითი, ერთი უარყოფითი, მაგრამ მაინც ორი, რომ არსებობდეს კონფლიქტი და სიუჟეტის განვითარება... ახლა რამდენი გმირი ყავს ამ ყველაფერს? ერთი! მეორე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადაა? სადღაც გადაკარგულშია და ერთადერთი დარდი აქვს, თავისი 400 000 000 მილიონი დაიბრუნოს და ამის გამო "რასაც გინდათ" იმას ეძახის ჩვენი ქვეყნის პირველ კაცს... პირველ კაცს კი იმის "თავიც" არ აქვს, ის მაინც თქვას... რაც გინდათ ის კი არა აიტ! პირველი კაცი ვარ მე აქო! არის მიყუსული და სავარაუდოდ გაბუტული... აბა გინახავთ ბოლო დღეებია სადმე? ხოდა როცა ერთი გმირია... სულაც რომ უარყოფითი პერსონაჟი იყოს, გახდება დადებითი, რადგანაც ასეთია წესი! არც 2003 ში უყვარდა ვინმეს, დორბლიანს და გიჟს ეძახდნენ... ერთ დღესაც გოროზად გამოიხედა, ვარდი დაიჭირა ხელში და ყველას შეუყვარდა... მოკლედ იმიჯის შექმნა, იმიჯმეიკერების საქმეა და კარგად იციან ეგ საქმე, სასამართლოზე ჯერჯერობით 1-0 გააკეთა დღეს... ეს სასამართლოც პირიქით, ძალიან სჭირდება მიშას და ყველაზე ნაკლებად ოცნებას, პირველი დიდი ფეკალია მაშინ ჭამეს, ჰიმნი რომ გამოართვევინეს დღეს, მესმის რომ ამით შეეცადნენ Misha's Show სთვის ხელის შეშლას, მაგრამ როდესაც საქართველოს ჰიმნზე ამბობ საქართველოს სასამართლოში გამორთეთო, უკვე უკან ხარ... პროკურორი ყვიროდა, ბრალდებული ხარ პრეზიდნეტი კი არაო, ესაც უკვე მიშას კომპლექსია პროკურორში ჩაბუდებული... და აი თუ ვერ დაუმტკიცეს ეს დანაშაულებები, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, რა გამოვა? მივიღებთ მიშას სრულიად რეინკარნაციას, რომელიც გამოდგება, რომ არ არის დამნაშავე და რევოლუციებს როგორ ახდენს ეს კაცი... კი გვინახავს! მითუმეტეს ამ მთავრობას რომ ერთიანად "ჭკუა" აქვს, შევარდნაძეს იმდენი, ბოლოს ლოყებ ჩაცვენილი რომ ზის დაბადების დღეზე და ტაშის დაკვრის დროს ხელს ხელზე ვერ არტყამს მაშინ ქონდა... მე კი ეჭვი მაქვს, რომ ბატონმა ბიბიმ თქვა, მე მოვრჩი ჩემი მისია (სადაური მისია ჰქონდა, ამაზე ყველამ ჩვენთვის ვიფიქროთ) წავედი ა, ბატონო თქვენ ქვეყანაც, ბურთიც და მოედანიცო... ხოდა ასე დარჩა ერთ მხარეს გალიიდან მიშა, გარეთ თავისი ნაც.არმიით... (გენერალური რეპეტიციაც გაირეს და ვნახეთ რამდენი ხალხის გამოყვანაც შეუძლია თავისუფლებლის მოედანზე) და ერთმანეთში არეული ღარიბაშვილი-კობახიძე-კალაძე და მათი ადმინისტრაციული რესურსი... ხალხი საით დადგება? ხალხი არის ტირიფივით... ქვეყნის 30-40 პროცენტი ყოველთვის იქით გადაიხრება საითაც ქარი დაუბერავს... ეგ 30 და 40 პროცენტია არჩევნებს რომ იგებს... ხოდა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ეს 30-40 პროცენტი ახლა უკმაყოფილოა, შია, წყურია... გაბრაზებულია...
--------------------
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare
|