მე გეტყვით ჩემსას. ერთ მსხვილ ქართულ პროფესიული მომსახურების კომპანიაში ვმუშაობდი 2005 წლიდან 2010 წლამდე. 2006 წლიდან მახსოვს საქმის რაოდენობამ ისე იმატა, ფიზიკურად ვერ ავუდიოდით მუშაობას, ხალხს ვიმატებდით და ვიმატებდით. ბიზნესს ვუწევდით მომსახურებას, უცხოურს. ყოველ კვირას 2-3 ახალი წვრილი, საშუალო თუ მსხვილი ბიზნეს-ჯგუფი ჩამოდიოდა მთელი მსოფლიოდან - ევროპიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, თქვენ წარმოიდგინეთ ავსტრალიიდანაც კი.
2012 წელს იმავე ტიპის ორგანიზაციაში გადავედი სამუშაოდ, ოღონდ ეს უფრო დიდი და ძლიერი, ტრანსნაციონალური ორგანიზაცია იყო. ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენს ძალიან ბევრ არსებულ კლიენტს დაეწყო პრობლემები ხელისუფლებასთან. ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია, თუკი სადმე ვინმე უწყება იყო, ბიზნესებს ერთიანად დაერია. იქამდე თუ ძირითადად ბიზნეს ტრანზაქციებზე ვმუშაობდით და რამდენიმე ადამიანი გვყავდა მხოლოდ პრობლემურების ნაწილში. 2012 წლის მერე ერთიანად მოგვიწია პრობლემურებში ჩართვა ჩვენც.
დროთა განმავლობაში ახალი ბიზნესების/კლიენტების შემოსვლა შემცირდა. ჩვენმა ამერიკელმა მენეჯერმა იყნოსა და მოხია. წასვლისას კი ღია ტექსტით გვითხრა რომ ამ ქვეყნის საქმე უკან-უკან მიდიოდა და ძალიან წუხდა ჩვენ გამო. ქართულ ბიზნეს-ელიტაში გაჩითული ტიპი იყო და ჰქონდა ბევრი ისეთი ინფო, რაც ჩვენ არ გვქონდა.
საქმის რაოდენობის შემცირების გამო 2ჯერ შეგვიმცირდა ხელფასი, საბოლოოდ გაგვინახევრდა. ამ და სხვა გარემოებების გამო 2016 წელს მე დავტოვე ეს კომპანია. ჩემი წასვლიდან რამდენიმე თვის მერე კი კომპანია საერთოდ გაკოტრდა, თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი წავიდა, კომპანიის ნარჩენები კი კონკურენტმა უცხოურმა ფირმამ შეისყიდა, სავარაუდოდ ძალიან არასახარბიელო პირობებით.
ესაა ჩემი პირადი გამოცდილება და რაც მე გადამხდა. და პირდაპირი საზომია ჩემთვის რომ ვნახო, რა სიტუაციაა საქართველოში ეკონომიკურად და რა სხვაობაა სისხლიან 9 წელსა და სამართლიან 9 წელს შორის.
2016 წლიდან რას ვხედავ, ამაზე არც დავიწყებ საუბარს

მეტნაკლებად ყველასთვის ცხადია უკვე. ქოცების პირველ ხუთწლედში მეტად რთული იყო ამის დანახვა.