Givia_Mqvia_Mehttps://netgazeti.ge/news/579321/გუშინ, 30 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. სარალიძის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 30 ნოემბერს ისაუბრა. სარალიძე და მისი უფლებადამცველი აცხადებენ, რომ მუქარისა და შეურაცხმყოფელი მესიჯების უკან ღარიბაშვილის გარემოცვა დგას. სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ერთ-ერთი წერილი სარალიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავისგანაც მიიღო:
“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.
ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვილი დავკარგე, ბევრი ადამიანი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები აბსოლუტურად ყველა”, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემაში „რეაქცია“.
როგორც სარალიძის უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე ამბობს, მუქარის შემცველი წერილების გამო პროკურატურას მიმართეს.
მასალების გადაბეჭდვის წესი
ასევე:
სარალიძე პრეზიდენტს შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისკენ მოუწოდებს
სარალიძე პრეზიდენტს შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისკენ მოუწოდებს
ზაზა სარალიძის თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკის გამო ემუქრებიან
ზაზა სარალიძის თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკის გამო ემუქრებიან
სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა
დარჩენილია პასუხგაუცემელი კითხვები – სარალიძის ადვოკატი
დარჩენილია პასუხგაუცემელი კითხვები – სარალიძის ადვოკატი
სასამართლოსთან აქციაზე მყოფი კიდევ 3 პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსით
ფეისბუკზე შქმერის პროტესტის მონაწილეთა მადისკრედიტებელი პოსტები გაჩნდა
ღარიბაშვილის ცოლისძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა
ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით, როცა სკოლების დიდ ნაწილში ტუალეტში წყალი არაა — ნაცვლიშვილი ჩხენკელს