სანამ საქართველოსნაირი მაჩანჩალა ქვეყნები აზრზე მოვლენ, გერმანიამ გადაწყვიტა მარიხუანას ლეგალიზაცია.
კერძოდ კი გაიხსნება სპეციალური მაღაზიები სადაც გაიყიდება მარიხუანა მხოლოდ ზრდასრულებზე. გერმანიაში ისედაც დეკრიმინალიზებული იყო ფლობა და სამედიცინო მიზნებით გამოყენება - ნებადართული იყო.
ასევე გერმანიის კოალიციური მთავრობა შემოიღებს ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას და იქნება სპეციალური ადგილები სადაც მოხმარებამდე ადამიანები შეძლებენ შეამოწმონ ხომ არ არის ნარკოტიკში რაიმე ისეთი მინარევი რომელიც მათ მოკლავს, დაჭერის შიშის გარეშე.
ამავე დროს შეიზღუდება სასმელის, ნიკოტინის და თვითონ მარიხუანას მოხმარების რეკლამა.
კოალიციის ერთ-ერთმა პარტიამ განაცხადა რომ მარიხუანისგან გადასახადების სახით, 1 მილიარდ ევროს ელოდებიან.
ამ კანონპროექტს კენჭი ეყრება 2022 წლის დასაწყისში, გერმანია ჩქარობს რადგან ლეგალიზებას აპირებს ლუქსემბურგიც.
ამასთან იტალიაში, 2022 წლის გაზაფხულზე რეფერნდუმია ჩანიშნული სადაც ხალხი გადაწყვიტას მცირე რაოდენობით მოყვანა და ფლობა დაშვებული იყოს თუ არა, მაგრამ ეს შეეხება არა მარტო მარიხუანას, არამედ ჰალუცინოგენ სოკოებსაც.
ხოლო აშშ ემზადება ფედერალურ დონეზე ლეგალიზებისთვის (ანუ ყველა შტატში).
P.S. მორიგი შანსი იმაზება საქართველოს მიერ, შეგვეძლო ლარი გადაგვერჩინა, ტურიზმი აგვემუშავებინა, ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა, ეს ყველაფერი ეკონომიკას ვერ გადაარჩენს ცხადია - მაგრამ შვება იქნებოდა