#58610951 · 16 Nov 2021, 20:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძველებს გახსოვთ ალბათ, მგონი მეორე კლასის წიგნში იყო, ორი თხა ერთმანეთს რომ შეხვდება ხიდზე და ბოლოს მათი ჯიკაობა ორივეს მდინარეში ტყაპანით დამთავრდა. "კავკასიური ცარცის წრეც" გემახსოვრებათ ბევრს. აზდაკი ორ ქალს რომ დაჭიდებს ერთმანეთს ბავშვის (იმასაც მიხელი ერქვა) მისასაკუთრებლად, მისმა გამზრდელმა ხელი გაუშვა, ბავშს არაფერი ეტკინოს. და აზდაკმა ბავში სწორედ იმ ქალს მიაკუთვა. ეს ამხელა შესავალი სწორედ დღევანდელ სიტუაციას მაგონებს. ნაცები და ქოცები სწორედ იმ ჯიუტი თხებივით ჯიკაობენ და უუუმთავრესი მოშიმშილე ხელს არ უშვებს შიმშილის აქცია, იმის მიუხედავავდ რომ მოშიმშილე ხოშტარია შეიძლება მასზე უფრო ადრე შეეწიროს ამ აქციას. ქოცებს შევეშვათ, მაგათგან "ხიტრაჟოპობა" და ვირული სიჯიუტე (და არა პრინციპულობა) არაა უცხო და გასაკვირი, მაგრამ ნაცბელადზე რომაა დამოკიდებული მისი მოშიმსილე მხარდამჭერის სიკვდილ-სიცოცხლე, ეს ბელადს რატომ არ აღელვებს?
--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ
"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"
"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
|