რაღაცას რომ გააკეთებს ადამიანი და ვინმე ეტყვის -ასე ჯობდა, ასე რომ გაგეკეთებინა, შენს ადგილას მე ასე და ასშ.
ადამიანის ქვეცნობიერი აღიქვამს შეურაწყოფად, რადგან საკუთარი ქმედების, ნების, არჩევანის საწინააღმდეგო მოვლენაა, ყოველ შემთხვევაში ადამიანს ეგრე ჰგონია.
როგორ თუ, იმ სხვამ მოიფიქრა ხელსაყრელი გზა და გააიგივა ჩემს ქმედებასთან რომელიც მე პროდუქტიული მეჩვენება ან თუნდაც არის, ჩემზე მაგარი ტიპია მაგით ? თან მიმითითა ) რაღაც ეგ ფუნქცია ირთვება ადამიანში რასაც ფიქრი მოსდევს. ძალიან ხშირია თან, როცა რჩევას ითხოვ და რჩევის მოსმენა გაღიზიანებს ამავდროულად, ხელჩართული ბრძოლა გაქვს საკუთარ ალტერ ეგოსთან თუ რატო თვითონ არ დაეხმარა საკუთარ თავს.
მოკლედ, ეგოიზმის პოტენციალიც ძალიან არის, უტრირება შეაქვს ადამიანს.. მოტივიც რა არის საკუთარი თავის დახმარება
( მიყვარს როდესაც რჩევებს გავცემ, მაგრამ არა როდესაც ვიღებ )