მეგობრებო, სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე - მინდა ერთი დაკვირვება გაგიზიაროთ - რომელიც მუშაობისას აღმოვაჩინე..
მოკლედ არის ხოლმე მომენტები, მიმდინარეობს ბრწყინვალე სამუშაო დღე.. ყველა შემართულია, ყველა აწკაპუნებს კლავიატურას თუ მაუსს და შრომით / შემოქმედებით პროცესშია ჩართული.. ამ დროს, მოგეხსენებათ ეშმაკს არ სძინავს და ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნებისყოფის მქონე პიროვნება შესცდება ხოლმე და დააჭერს ხელს ფეისბუკს იქნება თუ ნიუსების საიტს თუ სხვა რაღაცას და ისე რომ თვითონაც ვერ ამჩნევს ბოლომდე გადაეშვება პოლიტიკის მორევში.. იქ სააკაშვილიო, იქ დოლარის კურსიო, ეკონომიკაო, რუსეთიო, სომხეთიო, ესაო, ისაო და ამ ვაი უშველებელში იმდენად იხლართება რომ მთელი ზემო აღნიშნული სასიამოვნო სამუშაო პროცესი, აღებული ტემპი, ე.წ flow და რავი რა დავარქვა -> წყალშია გადაყრილი.. მეტსაც გეტყვით, როგორც წესი მერე ასეთი პატიოსანი და ალალი პიროვნება იმდენად ვერ ახერხებს შიგნით ჩაიტიოს ის მთელი მძღრენი რომელიც პოლიტიკიდან მოდის რომ იძულებულია სხვებსაც გაუზიაროს და ასე აგიხდეთ ყველაფერი - მთელი დეპარტამენტი პაუზდება ეი იმ გზას, რომელიც ჩვენმა გმირმა გაიარა ახლახანს - უკვე მთელი ატდელი გადის ..
ახლა ეს განვავრცოთ დეპარტამენტიდან -> უფრო დიდი დეპარტამენტის -> უწყების (უფრო სწორად დაწესებულების..) -> საზოგადოების -> ქვეყნის დონეზე და მივდივართ იქამდე რომ პოლიტიკა გვაცდენს და ხელს გვიშლის ეფექტურად იქნება თუ ეფექტიანად ვიმუშაოთ..
არადა წარმოიდგინეთ დღე ისე ჩაივლის რომ ქვეყანაში არაფერი ხდება, ყველაფერი წყნარად და მდორედ მიედინება, მაქსიმუმ სადღაც ჭამ ამოხეთქოს ან ვიღაცამ-ვიღაცა #####ას, მაგრამ in overall ყველაფერი სტაბილუარადაა.. ხალხიც ამ სტაბილურ გარემოში მუშაობს და მუშაობს, მუშაობს და მუშაობს, თამარ ყუფუნიას სული იღვიძებს და იფურჩქნება..
გადავჩოთქოთ ახლა ერთი და მეორე "მოდელის" შემთხვევაში, საზოგადოების მიერ შექმნილი მატერიალური დოვლათი და მივდივართ იქამდე რომ ძალიან ძალიან ბევრ ფულს ვკარგავთ როგორც კოლექტიურად, ისე ცალ-ცალკე..
შესაბამისად დემოკრატია ფუფუნებაა, დემოკრატია ლობიოობაა, დემოკრატია ძირს უთხრის ეკონომიკას, ხელს უშლის უხილავ ხელს და დალაგების მაგივრად - ქაოსისკენ მივყავართ.. © ბუდუ მდივანი
ამიტომ გამოსავალი ერთია -> მინიმუმ 30 წლიანი დიქტატურა და სტაბილური სამუშაო გარემო, ფანტაზია და მარჯვე ხელები..
1) აიკრძალოს ყველა ტელევიზია სამთავრობო მაუწყებლების გარდა.. ნიუსები გავიდეს ზუსტად 8 საათზე (ქვემო ვიდეოში შემოთავაზებული სტანდარტების მიხედვით..) და არანაირი ყოველ წუთში რომ ახალ-ახალი რაღაცეები იდება.. სად გვეჩქარება, გავიგოთ ყველაფერი 8 საათზე და შეჯამებულად, დავარცხნილად.. (ნუ გააჩნია ახლა მეტეორი თუ დაიძრა კი ბატონო - მოცდა არ გამოდის, მაგრამ ზოგადად მთავარია სურვილი და სტანდარტის შექმნას რა უშლის ხელს..)
2) შემოვიღოთ ჯარიმები ე.წ პოლიტიკურად მოუმზადებელი პიროვნებებისთვის (პოლიტიჩესკოე ბალტავნია).. გაინტერესებს პოლიტიკა ? შეეშვი და მიხედე შენს საქმეს, ნუ უფუჭებ მორალს და სამუშაო შემართებას - მოძმე პრეკარიატებს..
3) აიკრძალოს ოპოზიცია და ქვეყანას მართავდეს ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალი / ნომენკლატურა.. არ არის ოპოზიცია - არ არის პრობლემა, ძლიერია სუვერენიტეტი და ხალხიც ერთ მუშტად იკვრება.. © ანარქიზმი თუ სოციალიზმი (იოსებ სტალინი)
4) ნუ ჯერ-ჯერობით ესენი იყოს და დანარჩენს მერე მივუმატებ..
მთავარია არ დავივიწყოთ პრინციპი:
ჯერ ეკონომიკა -> შემდეგ დემოკრატია..და საერთოდ, გვახსოვდეს რომ..

პს საინტერესო ანალიზი ტელევიზიებზე
This post has been edited by DATOIA on 17 Nov 2021, 00:34
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი