მოკლედ იქნებ იცოდეთ ვინმე ძლიერი და სანდო აბივშიკი
ჭერია გასაკეთებელი, აირბაგები შესაცვლელი, ტორპედოს აირბაგი მათ შორის და ტორპედოა მოსახსნელი 90%. აქამდე რაც მქონია გამოცდილება, ვერ ვარ კმაყოფილი. ისეთი ტიპი მინდა, რომ ტორპედოს რამდენ "ჭანჭიკსაც" მოხსნის იმდენივეთი ააწყობს, და არა ისე, როგორც აკეთებენ...

კომპანია თუ არის სადმე ვინც ამაზე სპეციალიზდება მირჩევნია (თუნდაც ცოტა მეტი დამიჯდეს).
აქვე თემის სიახლოვეს რამდენიმე კითხვას გკითხავთ:
1. აირბაგზე კაფსულას ცვლიანო, და თავის აირბაგს უკან ჩაკეცავენო. ეს მეთოდი სანდოა? ანუ ღმერთმა-არ-ქნას და საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივად გასკდება?
2. ერთმა მითხრა - "ჩაკეცვა რად გინდა, ახალს დაგიყენებო". რაღაც generic-ს ალბათ, ჩინურს. ჰოდა ეს ჯობია თუ "ზავაცკოი" ჩავაკეცინო და კაფსულა შეიცვალოს?
3. ტორპედოს მოხსნის გარეშე, მგზავრის მხარეს, რომ გარედან ამოიჭრას რაღაცნაირად, გამოიცვალოს აირბაგი და გარედანვე გადაეკეროს/გადაეკრას რამე, ისე რომ ტორპედოს მოხსნა არ იყოს საჭირო, არ გამოვა?
4. ტორპედოს მოხსნა/მიყენება საშაროა?

ანუ მერე "ჭრუალი" და პრობლემები რომ აიკიდოს არის შანსი ხომ?
მოკლედ "ახალი" მანქანაა და გასაფუჭებლად მენანება

ყველას ერთი ტექსტი აქვს "ყველაფერი იქნება ხუთიანზე ჯიგარო" და არადა ცალი თვალით რომ შემიხედავს როგორ მუშაობენ, გული მეთანაღრება....
მირჩიეთ რამე