მეგობრებო, ეს დღეებია რატომღაც დავფიქრდი ლავრენტი ბერიას პიროვნებაზე და მაინტერესებს რატომ არ იწყება მისი რეაბილიტაციის პროცესი ქართული საზოგადოებაში...
ანუ ერთის მხრივ სტალინზე დღემდე ანძრევენ, მაგრამ ბერიას ხსენება კვლავ აკრძალულია და აქა-იქ თუ შევხვდებით მასზე რაღაც ინფორმაციას..
პირველ რიგში დავიწყებ იქედან რომ ოფიციალურად - საბჭოთა ნომენკლატურა და დღეს უკვე რუსეთი - ბერიას აღიარებს ინგლისის, კერძოდ MI6-ს აგენტად,
შესაბამისად ეს ბრალდება რამდენადაც მტკივნეულია მათთვის, იმდენად უმნიშვნელო და მეტიც - დადებითია ჩვენთვის გასაგებ მიზეზთა გამო..
ცხადია ბერიას და ზოგადად ბოლშევიკებს / კომუნისტებს - ეკისრებათ პასუხისმგებლობა რეპრესიებზე და სხვა მრავალზე - ამის უარყოფა არ შეიძლება..
მაგრამ ამავდროულად ძნელია ხაზი არ გავუსვათ ბერიას ნაციონალისტურ მისწრაფებებს და მის გაკეთებულ საქმეებს ამ მიმართულებით:
1) ქართული კულტურით დაინტერესება -> ცნობილია რომ ბერიას დროს დიდი ფული ჩაიდო ქართული ისტორიის, ხელოვნების და ა.შ და ა.შ აღორძინებაში.. როგორც ამბობენ
პირადად აფინანსებდა კულტურულ თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ პროექტებს და ზოგადად მიზნად ისახავდა, ქართველი ერის როგორც თვითგამორკვეული მექანიზმის
ჩამოყალიბებას - რაც საუბედუროდ 2021 წელსაც კი ქართველი ნაციონალისტების აუსრულებელი ოცნება
2) აფხაზეთის და სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების განეიტრალება -> ბერიამ როგორც ცნობილია ოსტატურად ჩამოიცილა ნესტორა ლაკობას კლანი აფხაზეთში და ყველა
KEY პოზიციაზე - მეგრელები გაამწესა, პლიუს ამას მაქსიმალურად ხელს უწყობდა ეთნიკური ქართველების ჩასახლებას აფხაზეთში და ეს ჩემი მოკრძალებული აზრით - მომავალში
შესაძლოა ძალიან ძალიან მაგრად გამოდგეს საქართველოს - შორს არ წავალ და არ ავხსნი რატომ.. პრინციპში იგივე პოლიტიკა ჰქონდა - პოტენციური სეპარატისტული რეგიონების მიმართაც.
3) მეგრელების საქმე -> ცნობილია რომ სტალინის ეპოქის ბოლო წლებში - ბერიას მოწინააღმდეგეებმა გაშიფრეს ასეულობით ქართველი, რომელიც იერარქიის პრინციპით იყო ერთ ჯგუფად გაერთიანებული და
კონკრეტულ დავალებებს ასრულებდა. ამ ჯგუფს აბრალებდნენ უცხოური სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობას, დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და სხვა მრავალს. ეს შემდეგ გადაიზარდა ე.წ
"მეგრელების საქმეში" და როგორც ამბობენ ასეულობით ქართველი დააპატიმრეს დასახვრეტად.. რომ არა სტალინის სიკვდილი, რომელმაც სულზე მოუსწრო ამ ამბავს - ფაქტიურად განწირულები იყვნენ.. შემდეგ
როგორც კი დიდი ბელადი დაიღუპა, ბერია ამ ხალხს უშვებს და აბრუნებს ძველ პოზიციებზე - ნუ დროებით მაინც, მერე ცხადია ხრუშოვის კლანის გამარჯვების შემდეგ ყველას მაგრად დაენძრა..
ხო არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ეჭვი მაქვს რომ რაღაც კავშირი ზემო აღნიშნულ "მეგრულ კლანსა" და 56 წლის მარტის ამბებს შორის უნდა არსებობდეს, ისევე როგორც შემდგომში უკვე გამსახურდია-კოსტავას
ეროვნულ მოძრაობასთან, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი თეორიაა და არანაირი ფაქტი ამას არ ამყარებს ჯერ-ჯერობით

ნუ არაფერს ვიტყვი ბერიას როლზე მეორე მსოფლიო ომში, რომელსაც რუსებიც არ უარყოფენ იმის მიუხედავად რომ აგენტობას აბრალებენ და პლიუს მის როლს საბჭოთა კავშირის მიერ ატომურის შექმნაში..
შესაბამისად, მე რატომღაც მგონია რომ ბერიას ასე თუ ისე რეაბილიტირება - ძალიან კარგი ინსტრუმენტია ჩვენსა და რუსებს შორის - კიდევ ერთი წინაღობის შესაქმნელად, იგივე სტალინისგან განსხვავებით..
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი