სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“ გაიხსნა, რომელიც პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.
✅ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ახალი საწარმოს - “ფუდ ალიანსის” გახსნას დაესწრნენ.
✅ კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის“ ახალი საწარმო მომხმარებელს, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს.
✅საწარმოს გახსნას, ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე.
✅საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა.
https://www.facebook.com/MtskhetaMunicipali...5757525?__cft__[0]=AZVprJNQZywhNYIGV2A2EdXLVG3Ns2vfwfRZfrOdq-Ns7vOtLmw8plXUIYfwfS0z-9oSTp_sjqMweR0gXZt5wk9zxH1v_KMtaB5V3w3O6GesUtp4IpvOmratTO2pjQGMqXPM3lyx5SSdZVhO9aJ6CeuXZkw8cNvAjLNrJHt0l4sgxA&__tn__=%2CO%2CP-y-R
