| #58641881 · 26 Nov 2021, 14:25  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  უკრაინაში მიმდინარეობს გამოძიებაოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებით. იკითხება ყველა პირი რომელიც ამ საქმესთან კავშირშია.
 
 ❌ფაქტებით დასტურდება,რომ
 აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა;
 
 ❌ფაქტებით დასტურდება და გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან;
 
 ❌დასრულდა ექსპერტიზაც და დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრისას ხმა ეკუთვნის მიხეილ  სააკაშვილს;
 
 ❌დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ, დანომრილი ფული გამოიგზავნა   მოსკოვიდან უკრაინაში და ფული გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს.
 
 ❌საქმის საბოლოო დასრულებამდეც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აფიორაში გაეხვა და დიდი ალბათობით უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც მოუწევს პასუხისგება.
 
 ❌საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინაშიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა.
 
 ❌მან ძალიან კარგად იცოდა კურჩენკოსა და სხვა პირების (მათ შორის მის) წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული მიმდინარე საქმის მსვლელობის განვითარება და  ამიტომ ❌გამოიქცა
 საქართველოში.
 ❌დიახ, ის გამოიქცა საქართველოში რათა თავი აერიდრბინა უკრაინის კანონმდებლობისათვის.
 
 მძიმე პოლიტიკური ფიასკო ფაქტია მძიმედ აისახა მის ფსიქიკაზე რისი სამედიცინო ნიშნებიც სამწუხაროდ სახეზეა და ამას აღიარებენ თავად გვარამია და სხვები.
 
 ❌ფაქტია, უკრაინის განთავისუფლების იდეის სანაცვლოდ სააკაშვილმა დიდი ფული მოიპარა.
 ❌საქართველოში საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდა "საქართველოს გადასარჩენად მოვდივარო"- არადა ფაქტებით დადგინდა, რომ სინამდვილეში
 უკრაინის სამართალს გამოექცა.
 
 ასე დაინგრა მითი მიხეილ სააკაშვილის გმირობაზე.
 ❌კაცი ორი სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ფულის ქურდია.
 
 |