კალათბურთში როგორც ვიცით თუ თამაში ჩერდება ჩერდება სათამაშო დროც
სამწუხაროდ ფეხბურთში ფრანტიშეკ პლანიჩკას დროინდელი წესი მოქმედებს. დრო გრძელდება და შემდეგ მსაჯი იღებს გადაწყვეტილებას რამდენი წუთი დაამატოს
მსაჯების გადაწყვეტილება კი არასოდეს არის ზუსტი
მაგალითად ერთი და იგივე დროით თამაშის შეჩერების შემთხვევაში გერმანელი მსაჯი 3 წუთს დაგიმატებს ინგლისელი 6 წუთს
რა თქმა უნდა ერთ-ერთი აუცილებლად ცდება სინამდვილეში კი ორივე ცდება ოღონდ ერთი უფრო მეტად
ამ პოსტში მაინც მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ ჭამენ გუნდები სათამაშო დროს და როგორ აზიანებენ ფეხბურთის ესთეტიკურ მხარეს
ყველა კარგად ვხედავთ დროის გაყვანის აშკარა ფაქტებს მაგალითად როცა გუნდი იგებს და მისი ფეხბურთელი მცირე შეჯახების შემთხვევაში ოედანზე გაწვება და ექიმებს მოითხოვს
მაგრამ არის კიდევ ბევრი ფარული ხერხი
მსაჯთან კამათიხშირია შემთხვევა როცა აშკარა ჯარიმაა მსაჯმა უკვე ჩასტვინა უმნიშვნელო ჯარიმაა მაგრამ ფეხბურთელი მსაჯთან კამათს გააბამს და თითქოს თავის უდანაშაულობას ამტკიცებს რაც სრული აბსურდია და შენ ფიქრობ ეს გიჟია რა უნდა?აშკარა ჯარიმა იყო... სინამდვილეში სულაც არ არის გიჟი და თავისი გუნდისთვის დამატებით 15-20 წამს გამოიმუშავებს და მეტოქის ტემპს აგდებს
კუთხურის ჩამოწოდებაროდესაც ფეხბურთელი სამი სანტიმეტრით წინ დებს ბურთს რაც არაფერს აძლევს სათამაშო მხრით და შენიშვნას იღებს მსაჯისგან შემდეგ ერთი სმ-ით შემოწევს ბურთს კიდე მიუთითებენ კიდე შემოწევს და კიდე მიუთითებენ და კიდე შემოწევს
და საბოლოოდ 15 წამი გამომუშავებულია
სტანდარტის დროს საჯარიმოში ჭიდაობასანამ სტანდარტი შესრულდება ფეხბურთელები იწყებენ ერთმანეთთან ზედმეტ კონტაქტში შესვლას. შეიძლება მოისროლონ კიდეც მეტოქე და მაყურებელს გექმნება შთაბეჭდილება როგორ ძულთ ერთმანეთი ალბათ უფლება რო მიცე დახოცავენ
სინამდვილეში აქაც დრო გაყავთ რადგან იციან მსაჯი გააჩერებს თამაშს და სიტყვიერ გაფრთხილებას მიცემს ერთი-ორ სიტყვას თვითონაც ეტყვიან და 30 წამიც შეჭმულია
აღარაფერს დავწერ
აუტის 3-ჯერ გადაბარებაზე, ტრავმების სიმულაციაზე, მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანაზე, ბურთის მოედნიდან გადაგდებაზე და ა.შ. რაც ძალიან ნათელი რისთვისაც კეთდება, რომ თამაშის ტემპი დავარდეს და სათამაშო 90 წუთი შემცირდეს
ასეთი შემთხვევების დროს რომ წამზომი ჩერდებოდეს გამოირიცხებოდა ამდენი უაზრო, მახინჯი კომპონენტი და დარჩებოდა რეალური ტრავმა და ვარზე შემოწმება
მაგრამ მძღნერმზიდი ფიფა ამას არ აკეთებს, ისევე როგორც ვარის ტექნოლოგიას ელოდებოდნენ 20 წელი და საბოლოოდ მაინც დაამატეს
This post has been edited by r-evolution: on 19 Jan 2022, 15:25