პირველ რიგში ვიტყვი, რომ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა აქ თუ სპორტის/ქართული ფეხბურთის განყოფილებაში, მაგრამ აშკარად აქაურობის თემაა, რადგან ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მერე მეორე: თუ ვინმემ არ იცის (ბევრი აქაური მრავალი წელია ემიგრაციაშია) - დავით მინაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი, სპორტული კომენტატორი და სხვადასხვა გადაცემის წამყვანი.
ძალიან ამოვიდა უკვე ყელში, ძალიან!
დიმა ობოლაძეს ხომ დასცინის მთელი საქართველო, მაგრამ ის მუშაობს კერძო ტელეკომპანიაში, მისი დაარსებიდან და ამიტომ კერძო კომპანიის მფლობელს და მენეჯერს უფლება აქვს თავისი სუბიექტური შეხედულებებისამებრ და სიმპათიის მიხედვით გადაწყვიტოს ვის რა საქმე ჩააბაროს თავის კომპანიაში, მაგრამ აქ უკვე საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ყველა ჩვენგანს გვახდევინებენ ფულს ჩვენი ჯიბიდან.
აუტანელია, როცა ხედავ, რომ:
- ასეთი საქმე აბარია ადამიანს, რომელმაც ფეხბურთის ელემენტარული წესები არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია თუ მეტი ამ სფეროშია. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მიყავს და არ იცის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გუნდების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში რა კრიტერიუმები მოქმედებს და აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აწვდის მაყურებელს.
- არასოდეს არის მომზადებული თამაშის წინ: არ იცის სწორად ფეხბურთელთა გვარები (დღეს კვადრადოს სულ კუარდადო ეძახა მაგალითად, თუმცა ასეთ შემთხვევებს რა მოსთვლის...), არ იცის რომელი ფეხბურთელი სად თამაშობს (თუ მექანიკურად ერევა ასე ხშირად, მაშინ დებილი ყოფილა), როგორ თამაშობს და ა.შ. შეუძლია გუნდის ლიდერზე თქვას, რომ ძირითადის ფეხბურთელი არ არის და არ უწევს ბევრი თამაშიო.
- მეცხრე დანის მფლობელია ტავტოლოგიაში. საათნახევრის განმავლობაში შეუძლია ერთი და იგივე ფრაზა გაიმეოროს ყოველ მეორე-მესამე წინადადებაში, თან, არცთუ იშვიათად კონტექსტთან შეუსაბამოდ: "თავისთავად ცხადია", "ბუნებრივია", "ამაზე არავინ არ დავობს"...
- ლექსიკური მარაგი არ აქვს საერთოდ, რამოდენიმე ათეული უპრიმიტიულესი სიტყვის გამოყენებით მიყავს მთელი რეპორტაჟი; ხანდახან ეჭვიც კი შეგეპარება რომელიმე დამწყებმა პროგრამისტმა ხომ არ შექმნა სონი პლეი სტეიშენის თამაშების კომენტატორის ანალოგი, ოღონდ ცოტა ხარვეზებით, რადგან ის კომენტატორები უფრო მეტ სიტყვას იყენებენ და გამართულად მეტყველებენ.
- ზოგადი განათლება და ერუდიცია აქვს პლინტუსს კი არა პარკეტს ქვემოთ. გამორიცხულია მისგან რაიმე საინტერესო მოისმინო ან კომპეტენცია გამოავლინოს რამე სფეროში. კოლუმბია და კოტ დივუარი რომ ითამაშებენ ბრაზილიაში რატომ უნდა თქვა, რომ მაინცდამაინც არ ცხელა ამ ქალაქში და არ შეაწუხებთ ფეხბურთელებსო? დახედე რუკას, გეოგრაფიულ სარტყელებს...იმის ცოდნას აღარ გთხოვთ, რომ ამ ქვეყნებში პრობლემა არა იმდენად ტემპერატურაა, არამედ ტენიანობა ხოლმე, თორემ...
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_weath...s_ever_recorded- საუბარიც კი ზედმეტია მის მიერ თამაშის გარჩევაზე და ანალიზზე, სხვადასხვა საფეხბურთო ნიუანსზე, საერთოდ სხვა პლანეტიდანაა ეს ტიპი, იგივე ეხება ზოგადად პრობლემატური საკითხების განხილვას მის მიერ სხვადასხვა გადაცემაში.
- ჯანდაბას, ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ მე, სუბიექტურად არ მომწონს მისი ხმის ტემბრი და ასევე არაადეკვატური ტონი ზოგიერთი მომენტის დროს მატჩის მსვლელობისას.
- რაც მთავარია, ერთი მისხალი ნამუსი არ აქვს და თავხედურად აგრძელებს მეტი და მეტი დოზით თავისი თავის "შემოტენვას" და იგივე "ჭკვიანური" გამომეტყველებით მონოტონური ###ობების ჩიჩინს.
და ეს ტიპი იღებს ყოველთვიურად ოთხნიშნარიცხვიან შემოსავალს ჩვენი ჯიბეებიდან _ წელიწადში რამდენჯერმე მაგარ პაეზდკას ირტყამს ისეთს, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 95%-ს ოცნებაც არ შეუძლია (ოლიმპიადაზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებზე დასწრება, ასევე ჩემპიონთა ლიგის და ბევრ სხვა ღონისძიებაზე.
მე მგონი ნამდვილად გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, რომ ასეთ არაპროფესიონალს არ ვუხდიდეთ ფულს და მოვითხოვოთ მისი გაშვება და ჩანაცვლება სხვა კადრით. საერთოდ გადახედონ სპორტული რედაქციის შემადგენლობას და პოლიტიკას საზმაუს ბორდში. სერიოზულად გეუბნებით: რამე მექანიზმი მოვიფიქროთ, თორემ ხელისუფლებები იცვლებიან და ეს ###ები ისევ მანდ რჩებიან და ჩვენი ნერვების მოშლით იწყობენ ცხოვრებას.
P.S. ბოლოს და ბოლოს მეშინია და მთელი თამაშის განმავლობაში მუხლმოყრილი ვლოცულობ ხოლმე - ემანდ ღმერთი არავის გაუწყრეს და ხელში არ მოხვდეს ბურთი, რომ ამან ის თავისი დაზეპირებული ხუთწუთიანი მონოლოგი არ წაგვიკითხოს. ზეპირად ვიცი უკვე როდის, რა სიტუაციაში რას იტყვის. ასეთი უინტერესო დაა უვიცი არავინ მინახავს...
This post has been edited by analgin on 20 Jun 2014, 05:44
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey