
პირადად მე ძალიან მიყვარს ამ კაცის მუსიკა.ვიცი ამ განყოფილების ხანა ჯერ კიდევ მანამდე დასრულდა,სანამ დავრეგისტრირდებოდი და ახალი თემის გახსნას აზრი არ აქვს,მაგრამ ბევრი კარგი მუსიკოსი აღმოვაჩინე ამ ფორუმის თემებში და მეც დავტოვებ ჩემ კვალს.
არ მახსოვს პირველად მოსმენის შემდეგ რა განცდა დამეუფლა,მაგრამ ალბათ დიდად არ აღვფრთოვანებულვარ,რადგან მემახსოვრებოდა.რამდენიმე წლის მერე თავიდან აღმოვაჩინე და დავაფასე
პირველად ალბათ ეს მუსიკა რუტინულ,პეროიანი სნობის თავშესაქცევად თუ წარმომედგინა
მაგრამ მერე გავიდა დრო,მანამდე ბევრ რამს მოვუსმინე,რისიც მანამდე არ მესმოდა და მივედი მის "მასთერფისამდე", სახელად - The Disintegration Loops რომელმაც ბანალურად რომ ვთქვა,შორს წამიღო.
The Disintegration Loops არის 4 ალბომის კრებული,რომელიც 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა,2002 წლიდან 2003ის ჩათვლით
არის ერთგვარი
https://en.wikipedia.org/wiki/Tape_loop-ის ნაკრები,რამენიმე წამიანი ლუპის უსასრულოდ გამეორება
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი,ამ ალბომების იდეა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაუჩნდა და მთელი ეს პროექტი ამ ტერაქტთან მჭიდრო კავშირშია
როგორც თვითონ ამბობს,ამ დღეს სამსახურის გასაუბრებაზე იყო,როცა აფეთქება მოხდა.მოგვიანებით სახურავზე იჯდა,თავის ლუპებს ბოლო ხმაზე უსმენდა და ღამით გრაუნდ ზეროდან ამოსულ კვამლს ვიდეოზე იღებდა
ალბომების ქავერიც შესაბამისია:

ხო და აუცილებლია შესაბამისი დრო ამ მუსიკის მოსასმენად,მე ღამე ვუსმენ,ჩემთვის საუკეთესო დროა.
ეს ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან
[
ხო ნუ რა თქმა უნდა თვითონ მუსიკა
პირველი
ორკესტრული ვერსიაც ბარემ აქვე,რომელიც ძალიან შემიყვარდა ამ ბოლოს
ეს რაღაც მილიტარისტულ გრძნობებს იწვევს ჩემში
ომის ესთეტიკა,შეტაკების წინა პერიოდი ამ მუსიკის ფონზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძნელია ფავორიტის ამორჩევა,ეს ერთ-ერთი პრეტენდენტია
სხვა ალბომებიდან
მელანქოლია
ესეც აუცილებლად უნდა დავდო.საოცრებაა
ვისაც მოეწონება დანარჩენს თვითონვე მოიძიებს
This post has been edited by melodyman/ on 29 Jan 2016, 03:24
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi