ამ შემთხვევაში მანჯგალაძის ქუჩაზე მინდა დავწერო.
ვინმემ ამიხსენით რატომ სჭირდება 1,2 კმ ქუჩის რეაბილიტაციას წლები? კაი ხანია უკვე გადათხრილია, აქამდე თუ ვინმე მაინც მუშაობდა, ეხლა კანტიკუნტად მომუშავე მუშებსაც ვეღარ ვხედავ. მთელი ნაკადი ხო დადიანის ვიწრო ქუჩებზე ჩამოვიდა და განსაკუთრებით პიკის საათში გაუსაძლისი მდგომარეობაა. სამშენებლო მაღაზია რომელიც ამ ქუჩაზეა, სავარაუდოდ დიდ ხანს ვეღარ გასტანს, რადგან მანქანა იქ ვეღარ მიდის და ცემენტს და სხვა სამშენებლო მასალებს ხელით ვერ წაიღებ სახლში.
ჩემი გულისტკივილი რაცაა, ესაა ბაღი, რომლის გარშემოც ყველაფერი მოთხრილ-მონაგვიანებულია. დაიწყება ეხლა ზამთარი, რა თქმა უნდა, ზამთარში არავინ არაფერს გააკეთებს. ირგვლივ ყველაფერი ატალახებულია, მანქანით იქ ვერ მიხვალ, უნდა გაჩერდე სადმე ახლომახლო ქუჩაზე და იქიდან წვიმაში-ქარში, ტალახში და თხრილებში იარო, რომ როგორმე ბაღამდე მიაღწიო. და ეს "სიამოვნება" როდემდე გასტანს, კაცმა არ იცის.
ხომ შეიძლება ყველაფერი ტრაკიდან არ კეთდებოდეს და ცოტა ადამიანებზეც იფიქრონ? ხო შეიძლებოდა, რომ ბაღის წინ მაინც გაეკეთებინათ დროულად 50 ჰაჰა 100 მეტრიანი მონაკვეთი , რომ ასობით ადამიანს ეს პრობლემა არ შეჰქმნოდა?
კალьასნაირი მერი რო არ ჰყოლია თბილისს ეგ ისედაც ვიცით ყველა მოკვდავმა..
აგერ ვნახავთ, ესენი იმდენხანს მოუნდებიან ამ თითისტოლა ქუჩის კეთებას, რომ ამ დროის განმავლობაში იაპონელები ახალ ქალაქს ააშენებდნენ
სამაგიეროდ მერე ჯიპებითდა კამერებით მოვარდნას და ლენტების გაჭრას ვერავინ დაასწრებს ამათ. ტელე იმედი არ გამოგვაპარებს, იმედი მაქვს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)