დღისით სასამართლოში არასდროს ყოფილა ბატონი მაქსიმე. შენობა იმდენად სხვანაირად გამოიყურებოდა რომ რამდებიმე წრეც კი დაარტყა იმის გადასამოწმებლად რაიმე სხვა შენობა ხომ არ იდგა ამის უკან რომელიც უფრო მეტად წააგავდა ღამით ნანახ სასამართლოს.
ერთხელ დააკაკუნა ხის კარზე. არავინ გააღო.
მეორეჯერ ოდნავ უფრო უხეშად დააკაკუნა. შედეგი იგივე. მაქსიმემ კარებს ყური მიადო და თითქოს ბავშვების ჩირჩული და ქაოტური გადაადგილების ხმა მოესმა.
მესამედ აღარ დაუკაკუნებია.
დაახლოევით ოცი მეტრით დაშორდა შენობას და იქიდან შეხედა.
- აშკარად არ გავს სასამართლოს. არანაირი პარამეტრით.
შუშაბანდებიდან ბავშვებმა გადმოყვეს თავები.
მაქსიმესკენ ხელებს იშვერდნენ და ერთმანეთს ყურში რაღაცას ეუბნებოდნენ. მათ ზურგს უკან უფროსებიც გამოჩნდენ აქა იქ. სხვენიდან ვიღაცამ სამ ბორბლიანი ველოსიპედი გადმოაგდო. ქვედა სართულებსა და სხვენის მოსახლეებს შორის რაღაც აყალმაყალი წამოიზარდა და ისევე ჩაქრა როგორც დაიწყო. ბავშვები მაინც ადგილებზე დარჩნენ და მაქსიმეს ეჟყანებოდნენ.
კარები გაიღო ზღურბლზე ქალი იდგა . მაქსიმემ T-ს წელის მოხაზულობა მომენტალურად იცნო და კარებისკენ დაიძრა.
- მაქს, რატომ არ აკაკუნებთ თუ შემოსვლა გინდათ?
მაქსიმემ ახსნა არ დაუწყო რომ ორჯერ დააკაკუნა. წიგნი უსიტყვოდ გაუწოდა და მერე დაიწყო ფიქრი რა ეთქვა.
- აი. ვაბრუნებ. ძალიან მომეწონა. კარგად იკითხება. ძირითადი მომენტები გიპერტროფირებულად მომეჩვენა. იდეა კარგად ვერ გავიგე. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს რომ წიგნი ცუდია. თემატიკა ჩემთვის უინტერესოა, რაც ასევე არ აკნინებს მის ღირებულებას. რადგან ჩემი სუბიექტური განწყობა მხოლოდ ჩემია.
- რა საინტერესოა. მეც დავინტერესდი.
- როგორ, არ წაგიკითხავთ? ეს ხომ თქვენი საყვარელი წიგნია?
- არა. არა კიარა კი. წამიკითხავს თან ძალიან ბევრჯერ.. უბრალოდ მე ამ წიგნს მოსამართლეს ვუკითხავ როცა მიძახებს. მე ამ დროს ბინის საქმეებს ვაკეთებ და შინაარსი თითქმის არ მესმის. რაღა დაგიმალოთ და საერთოდ არ მესმის. ხოლო ჩემი ნათქვამი რომ უამრავჯერ წამიკითხავს ეს წიგნი თქვენ არასწორად გაიგეთ თითქოს მე ეს წიგნი მომწონს. თქვენი გამოთქმული აზრის შემდეგ კი აუცილებლად წავიკითხავ. თანაც დღესვე.
T მგონი ლენიზე ლამაზია. ლენი კიდევ წითელკაბიანზე- გაიფიქრა მაქსიმემ და საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ერთხელაც ვერ მოახერხა მისი სახელი ეკითხა . რა ნაირად მოხდა ასე? ახლა კი დგას ყველაზე ლამაზი ქალის წინაშე მის ცხოვრებაში და ფიქრობს ქალზე რომლის სახელი ან არც უკითხავს ან უბრალოდ დაავიწყდა
* * *
Crøs
დიახ ფრაუ. მისი მონახაზი.
* * *
აი ესე გამოიყურება ლენი - შუათანა სილამაზით.
T-ს წარმოდგენაც კი ძნელია თუ ამაზე ლამაზია.
ლენი * * *
როგორც აღმოჩნდა (და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით სულ სხვა წიგნიდან) სასამართლო შენობების მეტისმეტად გადატვირთულობის გამო, იუსტიციის სამინისტრო კერძო პირებისგან ქირაობდა ამ სახლში და თურმე არა მარტო ამ სახლში , ფართებს ღამის საათებში პროცესების საწარმოებლად. სავარაუდოდ ასეთ სახლებში წვრილ-წვრილი დანაშაულები და ადმინისტრაციული დარღვევები განიხილებოდა. თუმცა ყოფილა შემთხვევები სერიოზული დამნაშავეებიც დაუბარებიათ მათი პროცესის მიმდინარეობის პირველ ეტაპებზე. T ბევრს ლაპარაკობდა და ხელჩაკიდებულ მაქსიმეს კორიდორებს შორის დაატარებდა. მაქსიმეს მოეჩვენა რომ ერთი და იგივე ადგილას რამდენჯერმე გაიარეს რადგან ნივთები რომლებსაც მოსახლეობა ფლობდა და სახლში ვერ დატევის გამო კორიდორებში და საერთო შუშაბანდებში გამოქონდა საოცრად გავდა ერთმანეთს , ფაქტიურად იდენტურიც კი იყო. ზოგს საჭმლით სავსე სამზარეულოს კარადები გამოედგა რომლებშიც ბავშვები იქექებოდნენ და მურაბების მოპარვის მიზნით შიგნით ძვრებოდნენ. ნახეს პიანინო რომლის ზედაპირზე კაფელის ხელოსნებს სახელდახელო სუფრა გაეშალათ . ღეჭავდნენ თავიანთ ძეხვს და მაქსიმეს უყურებდნენ უმეტყველო თვალებით როიალზე იდაყვებით დაყრდნობილი . რომელიღაცა სართულის რომელიღაცა შუშაბანდში საერთოდ ლაბორატორია მოეწყო რაღაცის ექიმს. სინჯარებში სისხლის ანალიზები იყო მომზადებული . კოლბების ნაცვლდ გადაჭრილი ვარვარის ნათურებიც ეწყო. T - მ თქვა რომ ბატონი ფიბონაჩი დღისით ცნობილი სისხლის ექიმია ღამე კი, სასამართლოს უწევს კონსულტაციას რაღაც რთულ საკითხებში.
თუმცა სჯობს მასთან შეხვედრის შემთხვევაში ფიბონაჩი არ დაუძახოს რადგან წყინს თურმე. ნამდვილი სახელი კი სასამარლომ გაასაიდულოვა ამ სახლის მოსახლეებისთვის ყოველგვარი ახსნა გარმატებების გარეშე.
- კი მაგრამ სად მივდივართ?- კითხა ბატონმა მაქსიმემ T-ს. როდესაც მისი ტრაკის ყურების გამო უკვე მოსვენება დაკარგა. თან ტუალეტში უნდოდა მაგრამ ახლა ტუალეტს ვერ იკითხავდა, რათა მისი არასწორად გაგება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა.
- როგორ თუ სად? დაგავიწყდათ? რატომ შენელდით? წინა შეხვედრისას თქვენ თვითონ მთხოვეთ. და ახლა არსად არ მივდივართ რადგან უკვე მოვედით.
და კაკუნის გარეშე შეაღო ხის კარები რომელიც არასდროს არ დაიკეტება თუ ტუმბო არ მიადგი გარედან . კარების ზედა ნაწილში სიგარეტის კუპრით გაწეპილი შუშა იყო. იმდენად გაწეპილი რომ შუქი ოდნავ აღწევდა და გამოსახულება ოდნავაც არა და გარდა ამისა ზედ თუ ბუზი დაჯდებოდა უკან ვეღარ ფრინდებოდა წებოვანობის გამო.
* * *
- გამარჯობა! დარიკო! სასამართლოს კონსულტანტი ოკულტურ საკითხებში ღამის საათებში. რამ შეგაწუხათ?
T-მ ყურადღება ძველი ნეკერმანის სქელტანიან ჟურნალებზე გადაიტანა უზარმაზარ სავარძელში მოკალათდა და ფურცვლა რატომღაც დაიწყო უკნიდან. - მიყვარს სათამაშოები. განსაკუთრებით კონსტრუქტორები.
მაქსიმემ კი იფიქრა კონსტრუქტორები რატო უნდა მოსწონდეს ახალგაზრდა ქალბატონსო მაგრამ ამ დროს დარიკოს ცივი მზერა დაიჭირა მის ტუჩებზე.
ეს დარიკოც საკმაოდ ლამაზია, ყოველ შემთხვევაში რბილი ნაკვთები აქვს. და წელის რკალებიც ნორმაზე უარესი არაა. მაგრამ რას მიყურებს ესეთი შლეგი თვალებით - ცოტათი შეცბუნდა მაქსიმე.
- შენ დაკარგე ერთი ქალის სახელი, ხოლო მეორესი იპოვნე. ამას რაც შეეხება - და ხელი სავარძელში ჩაკარგული T-ს კენ გაიშვირა. ამაზე არც იოცნებო. და არა იმიტომ რომ მოსამართლესთან დადის და არც იმიტომ მოსამართლესთან სამართლის სტუდენტს დაყავს მხარზე გადაკიდებული და სინამდვილეში ხშირად არც მიყავს დანიშნულების ადგილამდე და არა იმიტომ რომ გათხოვილია აქაურ დარჯსა და მეეზოვეზე და თან შვილი ყავს. არა ის შენ უბრალოდ არ გერგება. ბროლის ბურთში ჩახედვაც არ მჭირდება , ტუჩებზე გაწერია. ამ დროს თითქოს კატარაქტა მოურჩაო რომელიც არ ქონია ტვალებიდან ნისლი გადაყარა.
- მაპატიეთ ფამილარობა. ასეთია ჩემი სამუშაო. იმედია კარგი ამბები შეგატყობინეს. ნახვამდის.
რა ამბები შეატყობინეს ან ვინ შეატყობინა. ან რა კითხვაზე იყო საერთოდ ეს პასუხები. ოთახში მყოფი 4 ადამიანიდან ვერცერთმა ვერ გაიგო. მათ შორის T-მ საერთოდ ვერც გაიგონა რა თქვა დარიკომ, რადგან ჟურნალის სათამაშოების გვერდებზე Mთელი სულით და გულით იყო ჩაფლული.
- კარგი. - ალბათ კიდევ რაიმეს თქმა არ იქნებოდა ურიგო მაგრამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა.
მაქსიმე და T მკითხავის ოთახიდან გამოვიდნენ.
- მიიღეთ პასუხი?
- მერიდება რაღაც გკითხოთ
- მკითხეთ, მკითხეთ
- ჯერ ერთი არ მახსოვს რატომ გთხოვე ოკულტისთან შეხვედრა და მეორე... მეორე შენი საქმეა ... არაფერი.
- მკითხეთ მკითხეთ ნუ გერიდებათ.
- მხოლოდ პირველ კითხვაზე მიპასუხეთ.
- რომელი იყო პირველი?
აქ მაქსიმე მიხვდა რომ პირწმინდად დაავიწყდა პირველი კითხვა.
რაც თავში მოდიოდა იყო კითხვები თუ რატომ დადის T მოსამართლესთან გარდა იმისა რომ მის კაბინეტს ალაგებს და იმ სულელურ წიგნს უკითხავს. და გარდა ამისა... მაგრამ ამეებს ხომ ვერ კითხავდა?
- წამოდი - ისევ ხელჩაკიდებული გაიყვანეს M-ი
* * *
T-ს საცხოვრებელი რამოდენიმე ოთახი იყო სხვენში. როგორც სხვა საცხოვრებლებს მის ოთახებსაც არ ქონდა კარებები. მხოლოდ ერთ ოთახზე იყო ჩამოფარებული წითელი ფარდა. მაქსიმეს ისიც გაუკვირდა რომ ფარდა სუფთა აღმოჩნდა.
- შემოდი,- თქვა T-მ და ფარდის უკან გაქრა. მაქსიმე დაიძრა ოთახისკენ. წითელი ფარდა ხახეზე მიელამუნა. მისდა გასაკვირად ფართას ნაზი აბრეშუმის შეხება ქონდა და თითქმის ვარდის სურნელი და არა სიგარეტის კუპრის ყროლი როგორც ამას მოელოდა.
ოთახშიც მინიმალისტური სიმყუდროვე დახვდა მხოლოდ ერთი თეთრი ლოგინი და ერთი შავი სკამი იდგა.
- დაჯექი!,- თითქოს კარანხით დაყავდა ბნელ ოთახში თვალებახვეული. ეხლა ოთახში 300 წითელ კატას რო ერბინა მაინც ვერ შეამჩნევდა. დაჯდა!
- მიყურე!
საინტერესოა ბუს ხომ არ ვგავარ გვერდიდან გაიფიქრა მაქსიმემ მაგრამ ვეღარ განავრცო აზრი.
T ჯერ დაჯდა ლოგინზე. მერე ქვედაკაბა გაიხადა. შემდეგ თეთრი პერანგი. მერე ლიფი მერე ტრუსიკი . ამას ნელა აკეთებდა . გახდილ სამოსს ნელა ალაგებდა ბალიშების მხარეს. შემდეგ ცალი ფეხი მოიხსნა და სხვა ტანსაცმელს მიუდო გვერდით. შემდეგ მეორე. შემდეგ ჭიპიდან წელამდე მოხსნა საკუთარ სხეულს. ასევე მკერდები და ტორსი. ბოლოს კი მარცხენა ხელი მოიხსნა მარჯვენით და მაქსიმეს მიაშტერდა.
- რაღას უყურებ?
- ...
- მოდი ჩემთან.
-...
- გთხოვ.
ოღონდ შენ არა. ოღონდ შენ არა.
-გთხოვ მომხსენი მარჯვენა ხელიც და...
მაქსიმე ოთახიდან ისეთი სისწრაფით გამოვარდა რაღაც ხის კოჭს შეეჯახა, რამაც უკან გადმოაგდო და იატაკში არსებულ ხვრელში ჩავარდა სხვენის ქვედა სართულზე.
საბედნიეროდ სართულები იმდენად დაბალ ჭერიანი იყო რომ მსუბუქი დაჟეღილობით გამოძვრა. ფართე შუშაბანდში ადამიანების ჭაჭანება არ იყო. და მზე ოთახს აჩახჩახებდა ან ბინდს მიჩვეული თვალები აღიქვამდნენ ასე.
იქვე სამ ბორბლიანი ველოსიპედი შეამჩნია. თავისდა უნებურად ხელში აიტაცა და შუშაბანდის მინას მთელი ძალით თხლიშა...
* * *
დამატებანი და განმარტებანი დღეისათვის.
1) T- ს გადაერქვას სახელი და დაერქვას შარლოტა. ზემოთ მოყვანილი ფოტო გადავიდეს ლენისგან შარლოტას ვიზუალზე
2) სასამართლოს კედლები დღისითაც ჩურჩულებენ ! ადამიანების გარეშე
3) ბროლის ბურთი მკითხავთან შეიცვალოს ტაროს კარტით.
4) ნეუროტიკ აუტსაიდერი ტრუხაზე აწერია თემას. ფსიქ განყში ლეგალიზაციისთვისაა.
იმტერპრეტაცის ანიჭებს რაც არაფერ შუაშია... თითქმის
* * *
5) მაქსიმეს ველვეტის პიჯაკი არ აცვია. თავიდან ცუდად ვიცნობდი.
საკმაოდ ნორმალირად აცვია.
ოღონდ არა მოდურად. დროს სულ ოდნავ ჩამორჩება
* * *
6) 90 იანებში 2000 იანებში არ ხდება!
დრო განსაზღვრული არაა
* * *
7) გუგულსი ბუდეს არ ხედავს თავიდან. გუგულიან საათს ხედავს. გუგული გამოვარდნილია საათიდან და პირღიად გაჭედილი კარებში
* * *
P.s. ეს შარლოტა როუზი კვანტურად ლამაზია
This post has been edited by PANTALONE on 9 Dec 2021, 04:47