მესის ცუდი ამბავიც შეატყობინეს. ბარსელონის ხელისუფლებამ ქალაქში არსებული სასტუმროს დანგრევის ბრძანება მიიღო, რომელიც 34 წლის არგენტინელს ეკუთვნის. 77-ნომრიანი შენობის დანგრევის მიზეზი საქალაქო სტანდარტებთან მისი შეუსაბამობაა.
77-ნომრიანი სასტუმრო მესიმ წლების წინ შეიძინა
სასტუმრო "კამპ ნოუს" სიახლოვეს მდებარეობს, სადაც მესი ბარსელონას მაისურით წლების განმავლობაში გამოდიოდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სხვათა შორის, ლეო სასტუმროებს ასევე ფლობს იბიცასა და მაიორკაზე, რომლებიც გაერთიანებულია Majestic Hotel Group-ში. 2017 წელს, ბარსელონაში ობიექტის შეძენა კი მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
როგორც ირკვევა, სასტუმროს შეძენის მომენტში არგენტინელ სუპერვარსკვლავს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ხელისუფლებას უკვე ჰქონდა შენობის დემონტაჟის განზრახვა, მისი სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამოობის გამო. ნაგებობის აივნები მეტისმეტად დიდია, კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კი არსებობს საფრთხე, რომ შენობა სულაც ჩამოინგრეს. სტანდარტებს არც სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების გეგმა აკმაყოფილებს.
https://popsport.com/article/40405-mesis-ba...eu30-mln-daujdaღრმად მჯერა რომ არაა დასახური თემა
This post has been edited by adam* on 8 Dec 2021, 11:21
ევოლუციაა სწორი.
ფორუმი აქოცებს.