მინდა გავაანალიზოთ დისკურსი "სააკაშვილიც ჩვეულებრივი პატიმარია", ვუფიქრდები ამ სენტენციას და კონკრეტულ ფაქტებტან კავშირს ვერ ვპოულობ.
მოდი გავაანალიზოთ პატიმართა შემადგენლობა:
(IMG:
https://img.forum.ge/JkijjivkiJ-HM.jpg)
შეხედეთ ამ გრაფიკს, ყველაზე მეტი დანაშაული არის ქურდობა, მერე მოდის სხვა დანაშაულების სტატისტიკა, ხოლო გრაფიკში სხვა დანაშაულები თავმოყრილია ერთიანად ის ვარიაციები რომლებიც ცალცალკე რომ ჩავშალოთ მცირეა. ერთია გრაფიკი რას გვეუბნება და მეორე რაც ყველამ ვიცით:
საქართველოში მაღალი თანამდებოების პირის პასუხისმგებლობის საკითხი ქოცების მმართველობის პერიოდში არ მახსენდება, ერთიც კი!
გავბედავ და ვივარაუდებ, თუ სადმე არის ფინანსური მაქინაცია, ეს ხალხიც დაბალი ინტელექტის წვრილფეხა გადამგდებები არიან მაგრამ დიდი თევზი არასდროს დაუჭერიათ.
პრეზიდენტის ან პრეზიდენტთან გათანაბრებული ადამიანის გასამართლება საქართველოს ისტორიაში არ მომდარა, არც ცარიზმის დროს, არც კომუნიზმის და არც დამოუკდიებელი საქართველოს პერიოდში, ანუ პირველია, და ჩვენი ქალწულობის დაკარგვაც გაუპატიურებით ავღნიშნეთ, პრეზიდენტი ნაგვის შეკვრასავით მივათრიეთ და ძირს დავაგდეთ.
ქართულმა ოცნებამ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ერთი ადამიანიც არ დაიჭირა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო (აქ მე ვგულისხმობ რეალურად მნიშვნელოვან ფიგურას) და პირველი ვისაც პასუხი აგებინა ეს არის მესამე პრეზიდენტი...
ხოდა ეხლა კიდევ გიბრუნებთ კითხვას, თუ ასეთი ტესტია პრეზიდენტის პატიმრობა ქართველი ერისთვის, ის "ჩვეულებრივი პატიმარია"?