თურქი მწერალი ქალი ელიფ შაფაკი 1971 წლის 25 ოქტომბერს საფრანგეთში, სტრასბურგში დაიბადა. მისი მშობლები დიპლომატები იყვნენ, თუმცა ოჯახური კავშირი ვერ შეინარჩუნეს.
გაყრის შემდეგ პატარა გოგონა დედასთან დარჩა და ჯერ ესპანეთსა და იორდანიაში, შემდეგ კი თურქეთში ცხოვრობდა.
ელიფმა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, დისერტაცია ფილოსოფიაში დაიცვა – თემა ისლამურ სამყაროში გენდერული იდენტურობის პრობლემებს ეხებოდა. აშშ-ში ერთწლიანი სტაჟირება გაიარა, რის შემდეგაც ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს.
ამჟამად აშშ-სა და თურქეთში ცხოვრობს, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ისა და ევროპის პრესასთან. არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი.
ელიფ შაფაკის შემოქმედება დიდი წარმატებით სარგებლობს მის მშობლიურ თურქეთშიც, რასაც პრესტიჟული ეროვნული პრემიებიც ადასტურებს.
პირველი ჯილდო 1998 წელს მიიღო – სადებიუტო ნოველისთვის The Mystic, რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებისთვის დიდი სპარსი პოეტ-სუფისტის, რუმის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
მისი წიგნები ბევრ ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა მწერალ ქალბატონს “სიტყვის თავისუფლების” პრემია გადასცა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ელიფ შაფაკი 2005 წელს გათხოვდა და ორი შვილი ჰყავს.
2006 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი
“სტამბოლელი ნაბიჭვარი”. შაფაკის რომანში “სტამბოლელი ნაბიჭვარი” მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. წინ წამოწეულია სომხების გენოციდის თემა და სწორედ ამან გააღიზიანა თურქები.
“სტამბოლელი ნაბიჭვარი” თურქულ და ინგლისურ ენებზე დაიწერა (თურქულ ვერსიაში მას “მამა და ნაბიჭვარი” ეწოდება) და გამოცემისთანავე, 2006 წელს, არა მარტო მკითხველების, არამედ პროკურორის მაგიდაზეც მოხვდა – მწერალს ბრალად ერის შეურაცხყოფა დასდეს, თურქეთში სომეხთა გენოციდზე ლაპარაკი ხომ დანაშაულად მიიჩნევა.
მწერალს სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი ემუქრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ელიფ შაფაკი გაამართლეს – საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო; წიგნი კი ბესტსელერად იქცა.
PDF წიგნი
http://myreaderclub.com/1186/%E1%83%A1%E1%...83%A0%E1%83%98/მის გახმაურებულ რომანებს შორის ასევე არის
“სიყვარულის 40 წესი”.ანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და… აღმოსავლეთი
PDF წიგნი
http://myreaderclub.com/2866/%E1%83%A1%E1%...83%A1%E1%83%98/“სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამის დანახვა არ გვაწყენდა” - ამბობს მწერალი
ვაგრძელებ ძიებას მისი წიგნებისა.
ფასიანი წიგნები:
1. ღირსება
ელიფ შაფაქი
გამომცემლობა პალიტრა L
მთარგმნელი გვანცა გარმელია
რომანი
მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი – ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ელიფ შაფაქი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი – ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს.
http://lit.ge/book/181796-ghirseba-elif-shafaqi/2. რწყილების სასახლე
ელიფ შაფაქი
გამომცემლობა პალიტრა L
მთარგმნელი ია ქვაჩახია
რომანი
„რწყილების სასახლე“ ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატის მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას.
http://lit.ge/book/156179-rtsyilebis-sasaxle-elif-shafaqi/ This post has been edited by СAФO on 18 Sep 2016, 16:47
♥ მარტოხელა, მარტოსული, უკარება, მაცდური, სტერვა, იზვრაშენკა, პუწკუნა, ფუმფულა, ბისექსუალკა ყინულის დედოფალი.© მე
♥”როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა”
♥”მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა”