მჭირდება სასწრაფოდ აკუმულიატორები 4 ცალი 18650 მარკის ლითიუმის 3.6 ვოლტზე.
მაღალ ამპერიანები, მილიამპერ/საათები არ მაინტერესებს... მთავარია მოკლე დროის რეჟიმი ჰქონდეს 20 ამპერი ან მეტი. 25...30...35.... რაც მეტი უკეთესი...
ვიყიდი ორიგინალებს, ვინმაც იცის როგორ ნახოს და შეამოწმოს იმას არ გაუჭირდება დადგენა რამდენად ხარისხიანი იქნება ის აკუმულიატორები რომლებიც მე მჭირდება, ხარისხიანი კარგი დასამუხტი მოწყობილობა წერს აკუმულიატორის შიგა წინაღობას, ზოგ დამტენს აქვს ეს ფუნქცია.... ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რა არის mΩ მილიომები, თუ ვინმემ იცის და ერკვევა მაშინ მაქსიმუმ 20 მილიომამდე უნდა ჰქონდეს რომ ავიღო. რომლებიც მე მჭირდება იმათ უფრო ნაკლები აქვთ... თუ უფრო ნაკლებია და ვაბშე მაგარია...
გამოწერა დროში გაიწელება.... მჭირდება მაქსიმუმ 30 დეკემბრამდე...
ყველაფერი გარკვევით მიწერა რომ ზედმეტი სატელეფონო საუბარი და ახსნა განმარტებები რომ არ მოგვიწიოს...
გაქვთ?.... გირეკავთ, მეუბნებით მისამართს, მოვდივარ და ვყიდულობ 4 ცალს............მარტივია ყველაფერი.
თუ ვინმეს აქვს და ყიდის ან იცის ვისთანაც შეიძლება მოვიძიო... დამიპიემეთ.
ფასები ვიცი, გადაგიხდით ისე რომ თქვენც ნახოთ მოგება... ეხლა ქარხნის თუ სადილერო ფასებში არ შეგევაჭრებით..
This post has been edited by procesora on 27 Dec 2021, 20:49