#58798234 · 21 Jan 2022, 22:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, შეგიძლიათ ამ კაზუსის ამოხსნაში დამეხმაროთ?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას ევროპის საბჭოს ფარგლებში ხელი მოეწერა 1950 წლის 4 ნოემბერს. კონვენცია შევსებულია დამატებითი პროტოკოლებით. ამ ეტაპზე შემუშავებულია 16 დამატებითი პროტოკოლი, რომელთაგან უმრავლესობა ძალაში შევიდა თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. კონვენცია ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. იგი რატიფიცირებულია ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და იგი ამჟამად 47 სახელმწიფოს აერთიანებს. მათ შორის არის უნგრეთი, რომლის სასამართლოდანაც დისციპლინური დარღვევის გამო გაათავისუფლეს მოსამართლე ვიქტორ ლალიკი. ის არ ეთანდმებოდა ამ გადაწყვეტილებას და მიაჩნდა რომ დაირღვა კონვენციით აღიარებული მისი გამოხატვის თავისუფლება, რადგან რეალურად იმის გამო გაათავისუფლეს რომ აკრიტიკებდა ქვეყანაში მიღებულ კანონმდებლობას სასამართლო სისტემის შესახებ. მან საჩივარი შეიტანა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში, სადაც ამტკიცებდა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროპული კონვენცია, როცა ვადამდე გაათავისუფლა სასამართლო სისტემიდან.
გთხოვთ განმარტოთ ლალიკის მოქმედება, რამდენად საფუძვლიანია იგი? თქვენი აზრით, რა უფლებამოსილება გააჩნია ამ შემთხვევაში ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ამ საქმეზე? გთხოვთ მოიყვანოთ არგუმენტები და დაასაბუთოთ
|