ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დღეს დადო პოსტი ფეისბუქზე:


ანუ ამბობს რომ ახალი კანონის მიხედვით, ვისაც ეკრძალება თამაში და ითამაშებს 10 000 ლარით ჯარიმდება
ასე თუ ისე პოლიტიკოსი რომ გქვია და ასე თუ ისე რამდენიმე სექტანტი გიჭერს მხარს და გეთქმის პოლიტიკოსი, ასეთი მატყუარა არ უნდა იყო მინიმუმ
შეიძლება არ მგოწონდეს კანონი, ბაზარი არააა მაგრამ რავი ასე რო აბოლებ ამომრჩეველს ცოტა ტეხავს :დ ამიტომაც ემსგავსება გუბაზას, კიდე დავდებ ქვემოთ ლინკს
ეხლა კი ვნახოთ რა წერია რეალურად კანონში:
ლინკი:
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/288175?
76(1) მუხლი:
1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) ან/და თამაშობაში
მონაწილეობისთვის დაშვება -
გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ორგანიზატორისო ორგანიზატორიიიის :დ კაი , შემდეგი მუხლი
176(4)
1. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას
შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება -
გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
აქაც ორგანიატორიოო
სქრინები:

https://www.facebook.com/SHAVADZE.eduardi/v...059523071499426ესეც დამატებითი ვიდეო მისი შემოქმედებიდან
This post has been edited by pristu on 23 Dec 2021, 22:15