ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა! ვინც ამ ბომბებს აფეთქებს! აქ ხომ სულ არალეგალური და გაუმართავი შემოდის, ბომბაზე უარესი ხელებში რომ უფექტდებათ და ხელებს აწყვეტს! ჩემი ნატესავ თვალი გაუგლიჯა და ვინც ააფექტა იმას ხელი მოგლიჯა!
გთხოვთ გაუფრთხილიდთ თავს და ერთმანეთს!!!
ბედნიერი ახალწელი!!!!
ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და პიროტექნიკით უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევაა დამწვრობის ცენტრში - გუგა ქაშიბაძე
10:41 ახალი ამბები
ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, უკვე დაფიქსირდა დაზიანების ათეულობით შემთხვევა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
ექიმი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში. საბედნიეროდ, ფოიერვერკებით და მაშხალებით დაზიანების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები, ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. მე ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი. დროა, ბოდიში და სულელურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ", - თქვა გუგა ქაშიბაძემ.
https://exclusivetv.ge/news/akhali-ambebi/a...guga-qashibadze