მაცივარი და ზოგადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა აღარ მოქმედებს ქულაზე და არც შედის ჩამონათვალში, თუმცა რაც უფრო ძველია ტექნიკა მით უფრო ხარჯიანია და ელექტროენერგიის გადასახადზე იმოქმედებს რაც შესაბამისად ქულაზეც მოახდენს გავლენას.
ძროხა ახდეს გავლენას ქულაზე და სამწუხაროდ 5 ქათამიც კი. თან ეს იმ დროს როდესაც ღორი, ცხვარი საერთოდ ასი რომ ჰყავდეს გლეხს არ იწერება აი 5 გაძვალტყავებული ქათამი რომ დარბოდეს ეზოში ის იწერება ასეთი გენიალური პროგრამაა.
რაც შეეხება არაფულად დახმარებებს ჯანდაცვის პაკეტი თითქმის თანაბარია ოდნავ უკეთესი იყო სოც. დაუცველებისთვის ახლა არ ვიცი. თბილისის და დიდი ქალაქის ბენეფიციარებისთვის სხვა ბევრი შეღავათებიც მოქმედებდა აი მაღალმთიან რეგიონებში მუნიციპალიტეტებს უფრო ეცოდინებათ ისინი ახდენენ მსგავსი არაფულადი დახმარებების მიბმას სარეიტინგო ქულებზე.
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=34აქ არის ჯანდაცვის პროგრამების ჩამონათვალი. მუნიციპალური კი რომელი რაიონიც არის მათ საიტზე იქნება ან მინიმუმ საკონტაქტო ნომერი მაინც ეწერებათ უფლებამოსილი პირის.
ოღონდ გაითვალისწინეთ ზოგი მუნიციპალიტეტი საკონტაქტო ტელეფონში პირდაპირ მერის ნომერს წერს