#58741417 · 1 Jan 2022, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩამოვწეროთ 5 ყვეალაზე სამარცხვინო მოვლენა თუ ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა თავი სამარცხვინო ქმედებებით.
I ადგილი: ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ მიშა ციხეში 50 დღე შიმშილობდა. -ალბათ დამსახურებული პირველი ადგილია, რადგან ჭამის კადრების დადების მერე კვლავ ამტკიცებდა ეს ხალხი მიშა აგრძელებს შიმშილობასო.
II ადგილი: ადამიანები, რომლებსაც ჯეროდათ, რომ მიშას ციხეში აწამებდნენ და სპეციალური მოწყობილებით ასხივებდნენ პუტინის დავალებით. განსაკუთრებულად სამარცხვინოობით გამოსარჩევია ვიღაც ჩალაძე, რომელმაც ამ სირცხვილის მორევში არც თუ ისე ცოტა ადამიანი ჩაითრია და თავი გააპაზორებინა.
III ადგილი: მწვანე პასპორტიანი ადამიანები, რომლებიც იძულებით ითხოვენ ხალხის აცრას და ემხრობიან ადამიანების დაყოფას აცრილებად და აუცრელებად. მწვანე პასპორტის აღების შემდეგ თავს აღმატებულ ადამიანებად გრძნობენ და აუცრელებს ანტივაქსერებს, ბნელებს და მკვლელებს ეძახიან.
IV ადგილი: გვარამიას ეგზითპოლები და მისი ეგზითპოლების დაჯერებით დაზარალებული ადამიანები, რომლებიც 2021 წლის სამარცხვინო სიაში მოხვდნენ. - მოგეხსენებათ, რომ გვარამიას ეგზითპოლები 2012 წლიდან მოყოლებული სამარცხვინოა და აცდენილია ყველანაირ რეალობას. ხალხი კი, რომელიც ამას ამდენი ხანია იჯერებს და გამარჯვებას ზეიმობს, რათქმაუნდა, სიაშიც ეკუთვნის შესაბამისი ადგილი.
V ადგილი: მიხეილ სააკაშვილი. -სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი გასულ წელს იმდენად სამარცხვინო აღმოჩნდა, რომ სიაში ბოლო ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან მოყოლებული იგი ყოველთვის ტოპ სამში შედიოდა და 2021 წელსაც უამრავი სამარცხვინო საქციელებით დაგვამახსოვრა თავი, მისი ეს ისტერიკები, ტყუილები და შიზოფრენია აღარაა დიდად აქტუალური. 2022 წელს მას დიდი ძალისხმევა დაჭირდება, რათა ხუთეულში მოხვდეს.
პ.ს. სია შედგენილია დამოუკიდებელი კომპანიის მიერ. გამოიკითხა 2000 ადამიანი სხვადასხვა რეგიონში. ალოკაციისა და ანალიტიკური წონების მინიჭების ოპტიმალური მოდელის აგება მოხდა მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
|