#58742767 · 2 Jan 2022, 16:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეუფე სტეფანეს უკავშირდება მარტვილის ეპარქიის გაწმენდა ქოცებისადმი ცუდად განწყობილი ბერების, დედაოების და მღვდლებისგან, იქვე ჟურნალისტები გადმოყარა აივნიდან
ამასთანავე რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დარბევის პარალელურად, ცაგაერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ვერის ბაღში, პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე პარაკლისს იხდიდა, ოპოზიციას გმობდა და "მატორიან თაგვებზე" ხუმრობდა. მისი თქმით, ისინი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაქოქა. მეუფეს ამ "ხუმრობაზე" აქციის მონაწილეებმა იცინეს.
QUOTE | "მიშა სააკაშვილი ყოფილა აზერბაიჯანში. ე.ი მოტორიანი თაგვი ხომ იცით, რომ დაქოქავენ და მთელი ესე თაგვები რომ მიყვებიან. პარიზში იყო ეგრე. დაქოქეს და სენაში წავიდა მთელი თაგვები. ახლა ამას უნდ ეტყობა რაც კი ნაცები არიან დაქოქავს და მწარე ნაცები გაყვებიან და ალბათ, ნორმალური ხალხი გამოფხიზლდება",- თქვა მან.
|
მეუფე სტეფანე გახლდათ ასევე ნამახვანჰესის აქციების სულისჩამდგმელი და მაკურთხებელი, ცნობილი მაცხოვარაც მისი მრევლია
მისი აზრით ქართველების შერიგება ომით მთავრდება:
QUOTE | ესეთი შერიგებები ხშირად ომით მთავრდება და ამიტომ ჩვენ ასეთი შერიგება, რომელიც ღვთის გარეშე არის, არ უნდა მივიჩნიოთ შესარიგებელ საფუძვლად.
|
ასევე მოღალატეებად გამოაცხადა ქოცპროპაგანდისტული "გარეჯე საქართველოია" ს მსხვერპლი:
QUOTE | თუ ხმამაღლა არ ითქვა რაღაც ისე მიდის საქმე, რომ ჩვენ გმირები გვყავს მელიაშვილები და მათი დამქაშები, რომლებიც ასხვისებენ დავით გარეჯს და გვერდში უდგანან ვითომ ოპოზიცია რომ არის, ჯერ გაყიდეს და ერთ ამბავში არიან და ისე ლაპარაკობენ გმირობაზე, თითქოს ჩვეულებრივი გამყიდველი არ იყოს. ხელი მოაწერა საბუთზე, რომელშიც უცხო ქვეყანას გადასცა ტერიტორიები." ამბობს მეუფე.
|
დღეს იპოვეს უგონოდ
QUOTE | მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი, ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში ბერებმა იპოვეს.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.
ადგილზე გამოძახებულ იქნა კატასტროფის ჯგუფი, სწორედ მათ გადმოიყვანეს მეუფე სტეფანე სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირველადი ინფორმაციით, მდგომარეობის გაუარესება თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ გამოიწვია.
მეუფე სტეფანეს კლინიკაში გადაყვანის ფაქტს სოცილურ ქსელში შექმნილი გვერდი „სალხინო-წაჩხურუს მრევლი“ ეხმაურება:
“უგუნურობის, უღმერთოების, უსინდისობის და უკეთურების მწვერვალზე მყოფი სტეფანე კალაიჯიშვილის ის შემთხვევაა, როდესაც მას პოლიციელების ხროვა, თავზეხელაღებული ჩოხოსნები ვერ დაეხმარებიან, ვერც ალტინფო, ობიექტივი და მსგავსი რუსოფილები უშველის. მშველელი მხოლოდ ღმერთია, რომელიც კარგახანია მასთან არ არის.
დროა გონს მოხვიდე და შეინანო!”.- ვკითხულობთ პოსტში.
მეუფე სტეფანე ექარქიაში დანიშვნის დღიდან დაპირისპირებაშია რამდენიმე სასულიერო პირთან, რომლებიც მეუფემ ეპარქიიდან განკვეთა.
|
უფალი კომენტარს არ აკეთებს რატომ დაუშვა მისი ნაწლავის აფეთქება
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|