9 წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 393%-ით გაიზარდა
9 წელიწადში საქართველოს საგარეო ვალი 393%-ით გაიზარდა
access_time2022-01-03 12:00:21
საგარეო ვალის ზრდა, ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საარსებო მინიმუმი და უმუშევრობა - ძირითადი ფაქტორებია, რაც 2021 წლის ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. „საერთაშოროსო კვლევებისა პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე პრეზიდენტმა, ეკ.დოქტორმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ ,,კომერსანტთან“ დეტალუურად განმარტა, თუ რა შედეგით დასრულდა 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის და როგორი იყო ,,ქართული ოცნების“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის მიხედვით.
ნიკა შენგელიამ განსაკუთრებული აქცენტი საგარეო ვალზე გაააკეთა და აღნიშნა, რომ 9 წელიწადში ეს მაჩვენებელი 393%-ით არის გაზრდილი.
,,სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 2021 წელს 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 542.1 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების სესხები კი 1.2 მლრდ აშშ დოლარია. ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 73.8%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ს შეადგენს.
ამ მონაცემებს თუ შევადარებთ 2012 წლის მონაცემებთან როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ვალი 6,6 მილიარდი ლარი იყო, ვხედავთ რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საგარეო ვალი 393%- ით გაგვეზარდა“, - განმარტა ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება ინფლაციას, როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ინფლაცია დაჩქარებულია ბოლო 10 წლიან მაქსიმუმამდე,კერძოდ ბოლო 5 თვეს ფიქსირდება ორნიშნა მაჩვენებელი. ძირითადად გაძვირებულია სურსათი,რაც მოწყვლად ფენებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.ცნობილია , რომ საქართველოში შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 40% ზე ცოტა მეტი სწორედ სურსათზე მოდის.
2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ინფლაცია 12,5 % ზე დაფიქსირდა.
ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე: ზეთი და ცხიმი + 27.7% ,ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.2%,პური და პურპროდუქტები + 20.4% ,რძე, ყველი და კვერცხი + 17.9%,შაქარი და ტკბილეული + 17.4% , თევზეული + 16.1%, ხილი + 15.5%, უალკოჰოლო სასმელები + 13.6%,ხორცის პროდუქტები + 10.7% , ყავა, ჩაი და კაკაო + 6.9%
2021 წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 17%-ით, ტრანსპორტი 20%-ით და კომუნალური ხარჯები 11.5%-ით გაიზარდა.
,,ინფლაციის ზრდის მიხედვით , საქართველო რეგიონში მე 2 ადგილზეა თურქეთის შემდეგ, მსოფლიოში - მე - 16 ადგილზე. 2012 წლის მონცემებით, წლიური ინფლაცია 2,5% ის ფარგლებში იყო. სახეზეა 47% იანი ზრდა. აქვე შეგახსენებთ რომ ბოლო ათი წლის განმავლობასი ინფლაცია ყველაზე მაღალი 7% მხოლოდ 2019 წელს იყო.
ასევე არასახარნბიელო სებ-ის მონეტარული პოლიტიკა. რეფინანსირების განაკვეთი 10,5 % ია , 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე მეტად ძვირი ღირს. რეფინანსირების განიკვეთის სიდიდით თურქეთის შემდეგ რეგიონში მეორე ადგილზე ვიმყოფებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.
მისი შეფასებით, საარსებო მინიმუმი ის სოციალური ორიენტირია, რომელსაც მთავრობა ხელფასების,შემწეობების,სტიპენდიებისა და სხვა სოციალური დახმარებების განსზღვრისათვის გამოიყენებს და მისი ზრდა იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და არსებობის მინიმალური დონის შენარცუნებისათვის მეტი თანხაა საჭირო ვიდრე წარსულში.
შენგელიას თქმით, ინფლაციის დონის ზრდამ ქვეყანასი ცხოვრების ღირებულება გაზარდა. 2021 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195 ლარიდან 224 ლარამდე გაიზარდა.
2021 წელს რეკორდულად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 637 747 მოქალაქემ და 172 886 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 21.3% იმყოფება
2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 19.5%-მდე გაიზარდა.
დღეის მდგომარეობით, რეგიონში უმუშევართა რაოდენობით ვიმყოფებით პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში მე 10 -ე ადგილი გვიკავია.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, საქართელოში 2021 წლის ბოლო 9 თვეში 728,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა,აღნისნული პანდემიანდელ 2019 წლის მაჩვენებელ ანალოგოურ პერიოდში 24% ით ჩამოუვარდება.
,,გასათვალისწინებელია, რომ ინვესტიციების უდიდესი წილი რეისნვესტირებაზე მოდის და ახალი ინვესტიციები ქვეყანაში ნაკლები შემოდის.
ცნობისათვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 1980,8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 2017 წელს შემოვიდა და მას შემდეგ გვაქვს კლება.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვაყანაში 1039,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იყო შემოსული. ინვესტიციების შემოდინების საგანგაშო კლება სახეზეა.
ამასთან, ემიგრანტების მხრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში ჩამორიცხულია 2,1 მილიონი აშშ დოლარი, სავარაუდო ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსათვის შვიდ მილიარდ ლარს მიუახლოვედება.
ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენ ეკონომიკას 14% მდე აგენერირებს და მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. თუ გადავხედავთ, სტატისტიკურად ემიგრანტება გაცილებით მეტი თანხა შემოიტანეს ქვეყანაში ბოლო 9 წლის განმავლობაში ვიდრე ეკონომიკური გუნდის პოლიტიკამ ინვესტიცია მოიზიდა“, - აღნიშნა ,,კომერსანტთან ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25.1%-ით მეტია.
10 თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით, 8.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ნოემბერში $5.2 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.
როგორც ანალიტიკოსმა განმარტა, აღნიშნული ზრდა ეკონომიკის გააქტიურებასა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდის დინამიკას, 2020 წელს პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 6,8% ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 49,2 მილიარდი ლარი დოლარებში კი 15,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13234 ლარი (4255 დოლარი) დაფიქსირდა.
საქსტატის მონაცემებით,2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 43 მილიარდი ლარი შეადგინა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,7 მილიარდი ლარით მეტი იყო.
წინსწარი შეფასებით, ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,5% ია.
შენგელიას შეფასებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის ორნიშა ეფექტის მთავარი მიზეზი გასულ წელს დაფიქსირებული 6,8% იანი შემცირებაა. აღნიშნული ორნიშნა ზრდა რომ მომხდარიყო პანდემიური პირობების გათვალისწინების გარეშე მხოლოდ მაშინ ვიტყოდით ,რომ ეს გასაოცარი შედეგი იყო.
მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის ნორმალურ დონემდე აღდგენა, გვეჩვენება ორნიშნა ზრდად. საბაზისო ეფექტის ფაქტორის გათვალისწინებით 2021 წლის შედეგი ეს არ გახლავს ეკონომიკის პირდაპირი გაგებით ზრდა, ეს უფრო შეზღუდული ეკონომიკის აღდგენაა და გასული წლის ნეგატიური შედეგების გამოსწორება და განეიტრალებაა.
აქედან გამომდინარე, როგორც ფინანსისტი ასკვნის, 2022 წელს მაღალი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სამწუხაროდ ვერ მოხდება.
მარი ჩიტაია
თეგები:ეკონომიკა ანალიზი
https://commersant.ge/ge/post/9-weliwadshi-...493-it-gaizarda