სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მუსიკალური პორტალიhttp://listen.geჩვენ Facebook - ზეჩვენ twitter- ზე[IMG]http://notepad.ge/wp-content/uploads/2011/03/1-300x170.png[/IMG]
მაქვს ბედნიერება წარმოგიდგინოთ 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტ პროექტი. ამ საიტმა ჩემი დიდი სიმპათიები დაიმსახურა მისი სიმარტივით და მრავალ ფუნქციონალურობით. საიტი ექსკლუზიურად გამოადგებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის გარეშე ვერ ცოცხლობენ მინდოდა ამ საიტისათვის რაიმე სახელი მომეფიქრებინა, თუმცა ეს ვერ მოვახერხე, რადგან ეს სრულიად ახალი კონცეფციაა, რაც აქამდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ ყოფილა. მოდი ამ ყველაფერს Music+Social Network დავარქვათ საიტზე შესაძლებელია მუსიკის ატვირთვა და გაზიარება. ასევე მომხმარებლის მეგობრებში დამატება და სხვა მრავალი რამ რასაც დეტალურად გაგაცნობთ კითხვის გაგრძელების შემდეგ
[IMG]http://a.pix.ge/m/clk6e.png[/IMG]
დავიწყოთ პირველ რიგში კომფორტით. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო ხანებში ბევრმა საიტმა მოახერხა ინტეგრაცია Facebook-თან. ანუ ავტორიზაცია უკვე მისი ანგარიშიც არის შესაძლებელი. ამ საიტის ადმინისტრაციამაც არ გაურთულა თავის მომხმარებელს საქმე და დაამატა ეს ფუნქცია საიტზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია ასევე ცალკე რეგისტრაციაც. სოციალური ქსელის ანგარიშით შესვლა სისტემას ავტომატურად აწვდის ისეთ განახლებებს, როგორიცაა მაგალითად ავატარის შეცვლა.
[IMG]http://a.pix.ge/j/dx0fw.jpg[/IMG]
საიტის გამოყენებისას აუცილებლად ჩართავთ მუსიკას. თუ არ ჩართავთ ჩაგერთვებათ მაინც საიტზე ”სერფინგს” მოსახერხებელს ხდის ის, რომ Player-ი გვერდებზე გადასვლისას არ ითიშება. ეს საიტის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. შესაძლებელია ასევე მისი კონტროლი. ჯერჯერობით მხოლოდ ხმის აწევა დაწევა, გადახვევა და გადმოხვევაა შესაძლებელი. იმედია ადმინისტრაცია ფუნქციებით დატვირთავს მას ახლო მომავალში
[IMG]http://b.pix.ge/r/ergmv.jpg[/IMG]
გადავინაცვლოთ სოციალურ ქსელში. ერთი შეხედვით საკმაოდ სადა ინტერფეისი აქვს შერჩეული ადმინისტრაციას. დამეთანხმებით, რომ ყველაფერი სიმარტივით გამოირჩევა. ეს ასეც უნდა იყოს. სტატისტიკურად რთული Web გვერდები მომხმარებელს არ მოწონს. სოციალურ ქსელს გააჩნია მენიუ სადაც განთავსებულია შემდეგი ფუნქციები:
კედელიფლეილისტიჩემი ატვირთულიმეგობრებიპირადი გზავნილებისიახლეების კედელზე გამოტანილი იქნება თბილისის კვირის რამოდენიმე ვიქენდი და სასარგებლო ინფორმაციები. სოციალურ ქსელს აქვს თითქმის ისეთივე ფუნქციები რაც Facebook-ს გააჩნია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე, როდესაც საიტის განხილვას ვაკეთებდი, საიტი სრული ფუნქციებით ვერ დავათვალიერე. სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ საიტს ბევრი სასარგებლო და საინტერესო ფუნქცია დაემატება.
საიტზე შესაძლებელია მუსიკის ატვირთვა და ჩამოტვირთვა, მათი გაზიარება და Playlist-ების შექმნა. მოკლედ და კონკრეტულად შექმნილია იდეალური გარემო, რათა ნამდვილმა მუსიკის მოყვარულებმა და მცოდნეება თავი კომფორტულად იგრძნონ
----------------------------------------
მადლობა ლაშას ესეთი სასიამოვნო სტატიისთვის
:*
ვებ-გვერდი გაშვებულია სატესტო რეჟიმში და რამე შეცდომა თუ იპოვეთ აქ დაგვიწერეთ, აგრეთვე ვებ-გვერდს დაემტება კიდე ბევრი სასარგებლო ფუნქციები...
This post has been edited by Tim on 17 Feb 2021, 10:10