Gio_G83
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17
|
#58775478 · 14 Jan 2022, 02:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი რუსთაველი მანიაკი ახსოვს ჩემს მეხსიერებას
მოკლე ამონარიდი... "რუსთაველი მანიაკი ( წყარო შსს) რუსთავის მოსახლეობა ამა წლის აპრილში ერთგვარმა პანიკამ მოიცვა. მშობლები ბავშვებს, განსაკუთრებით გოგონებს, ყურადღების გარეშე სახლიდან გარეთ აღარ უშვებდნენ, ქალაქში ,, მანიაკის’’ დაბრუნებაზე შიშით საუბრობდნენ.ეგრეთ წოდებული რუსთაველი მანიაკი რუსთავში 2001 წლის შემდეგ, პრაქტიკულად, დავიწყებას მიეცა. ამ პირობით, მაგრამ საშიშ სახელს 1999 წელს სამი არასრულწლოვანი გოგონას – თეონას, ხათუნას და ნანას სასტიკი მკვლელობების ამბები უკავშირდება. გოგონები გაუპატიურებულნი და შემდგომ გაგუდულები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი – თეონა საკანალიზაციო ჭაში იპოვეს, ხათუნა – ნაგვის ბუნკერში, ნანა კი მიტოვებული მშენებლობის თხრილში. 2000 წლის 20 ივნისს პოლიციამ პაატა სხირტლაძე დააკავა. პოლიციელებმა ის მანიაკის ეგრეთ წოდებულ ფოტორობოტს მიამსგავსეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და 33 წლის პაატა სხირტლაძეს გაუპატიურების მცდელობა, გარყვნილი ქმედება და სამი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობა დაედო ბრალად. პაატა სხირტლაძე, როგორც მაშინ სამართალდამცავები აცხადებდნენ, ერთ-ერთი რელიგიური სექტის ოშო რაჯნიშის მიმდევარი იყო და ამიტომ ,,საკმაოდ უცნაურად იქცეოდა’’. სხირტლაძის საქმე რუსთავის სასამართლომ განიხილა და "მანიაკს" იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ადვოკატები კი მის უდანაშაულობას ბოლომდე ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ სხირტლაძე გოგონების მკვლელი არ იყო. 2001 წლის 18 აპრილს რუსთავის პოლიციამ 9 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 25 წლის რამაზ ყავლაშვილი დააკავა. ეს უკანასკნელი ბავშვის გაუპატიურებას რუსთავის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობდა, სწორედ იქ, სადაც 1999 წელს 16 წლის ხათუნა მანაშვილის გვამი ნახეს. მაშინ გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, რამაზ ყავლაშვილის არასრულწლოვანი გოგონების გახმაურებულ სერიულ მკვლელობებთან შესაძლო კავშირზეც იყო საუბარი. 2009 წელს 16 წლის დავით პილპილაშვილი დააკავეს, ის საკუთარ მსხვერპლს მხოლოდ ძარცვავდა და აუპატიურებდა, თუმცა ,,მანიაკის’’ წოდება მას რუსთაველებმა მაინც მიანიჭეს. ,,რუსთაველი მანიაკის’’ გარშემო ხელახალი საუბარი და ჭორაობა რუსთავში მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2011 წლის 8 აპრილს რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ცივი იარაღით მოკლული მამაკაცის გვამი ნახა შემთხვევითმა გამვლელმა. მამაკაცს ზურგში ცივი იარაღი (სავარაუდოდ, დიდი დანა ან ხანჯალი) ორჯერ ჰქონდა ჩარტყმული. გამომდინარე იქედან, რომ მოკლულს მტერი არ ჰყოლია, ვერსია იმაზე, რომ 59 წლის რევაზ ცუცქირიძე მანიაკმა მოკლა, თავდაპირველად მისი ოჯახის წევრებმა, კერძოდ კი, ძმამ გააჟღერა ტელევიზიით. რუსთაველი მანიაკის თემა. ტელევიზიებმა აქტიურად აიტაცეს. აღნიშნული მკვლელობის შემდეგ, ქალაქის რამდენიმე უბანში უჩვეულო ამბები ხდებოდა. უცნობი მამაკაცი მცირეწლოვან გოგონებს დანის მუქარით ხან სახურავზე, ხან ლიფტის კაბინაში შესვლას აძალებდა, ხან კიბის უჯრედიდან გადახტომისკენ უბიძგებდა და ამავე დროს, ბავშვებს ინტიმურ ადგილებზე ხელით ეხებოდა და კოცნას აიძულებდა. მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის მცდელობის სულ 5 ფაქტი დაფიქსირდა – მეგობრობის გამზირზე, თოდრიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე-12 მიკრო-რაიონში. ამასობაში, ქალაქი პანიკამ მოიცვა, თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, შსს-ს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ,,რუსთაველი მანიაკის’’ შესახებ ინფორმაციის ,,გაჟონვის’’ შემდეგ, ქალაქის პოლიციის სრული შემადგენლობა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადაიყვანა და დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება მოითხოვა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მერაბიშვილი პირადად იყო რუსთავში ჩასული. ბავშვების ჩვენებების საფუძველზე შექმნილი ფოტორობოტის მიხედვით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გიორგი ჯიჯიშვილი 28 აპრილს დააკავა. 28 აპრილს ჯიჯიშვილს პოლიცია იმ უბნებში დაატარებდა, სადაც არასრულწლოვანებზე მუქარისა და ძალადობის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას მეზობლის ინფორმაციით, ბავშვმა დამნაშავე სწორედ ჯიჯიშვილში ამოიცნო. ჯიჯიშვილის დაკავების შესახებ შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია მეორე დღეს, 29 აპრილს გაავრცელა. ,,რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 24 წლის გიორგი ჯიჯიშვილი, რომელმაც არასრულწლოვნებზე მუქარა რამდენჯერმე განახორციელა. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დაიკითხა დაზარალებული მხარე, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში ბრალდებულის ფოტორობოტი შედგა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს’’, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. ამასთან ერთად, გავრცელდა დაკავებულის ვიდეო კადრებიც, თუმცა გიორგი ჯიჯიშვილის აღიარებითი ჩვენება არც შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დადებულა და არც ტელევიზიით გასულა. გიორგი ჯიჯიშვილი მეზობლების ინფორმაციით, წლების განმავლობაში დედასთან ერთად, ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრი იყო, შემდეგ კი სხვას შეუერთდა. ბუნებით წყნარ ახალგაზრდას, აგრესიული ქმედებები არასდროს გამოუვლენია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი ჯიჯიშვილმა რამდენიმე თვის წინ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, მან ქართულ ჯარში იმსახურა და რუსთავში დაბრუნდა. რუსთავში გიორგი ჯიჯიშვილის დაკავების შემდეგაც არ შემწყდარა საუბარი იმის შესახებ, რომ ქალაქში მანიაკი კი არა, მეტიც – მანიაკები დადიან და ისინიც, ჯიჯიშვილის მსგავსად, დაუდგენელი სექტის წევრები არიან. დედები და ბებიები მანიაკის შიშით ბავშვებს ეზოშიც კი არ უშვებენ. მეორე ცვლის მოსწავლე გოგონებს კი სკოლასთან ოჯახის წევრები ელოდებიან, სახლამდე რომ მიაცილონ"
--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen... PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...
|