მშენიერი ადგილია საცხოვრებლად საქართველო. ზღვა, მთა, ბარი , ბუნება , წყალი უხვად და რავი კიდევ რა ჩამოვთვალო.
დავიჯერო ზღვისპირას და ასეთ გარემოში არავის სურდა ცხოვრება ჩვენს გარდა ?

მებრძოლობა კიდევ მარტო ხმლის ქნევას არ ნიშნავს, თუმცა ქართველებმა ხმლის ქნევა რომ იცოდნენ ამას ყველა აღნიშნავს დიდი თუ პატარა მტრიდან დაწყებული. აქნიეს ხმლები მონღოლებმა, ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს და რაა რო. სადაა დღეს მონღოლეთი? დაუბრუნდა თავის ცხვრებს
რამოდენიმე ამონარიდი სხვების შეფასებებიდან
მონღოლი ნოინები სწერდნენ: „მათ აქვთ კეთილი სარწმუნოება, ტყუილს არ ამბობენ. საწამლავით მწამვლელი მათ შორის პატივით ვერ ისარგებლებს“. თავიდან მაჰმადიანები არ მოსწონდათ, განსაკუთრებით სპარსელები: „სპარსები არიან ცრუ, მოღალატე, ფიცს არ ინახავენ. მათ შორის მრავალია მწამვლელი და უსირცხვილო მამათმავალი“
თელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია. ქართველები ნამდვილი მეომრები არიან… ირანში, როგორც წესი, სპარსელებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებიან. ასევე მეტწილად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე… ირანელებს თურქებთან, ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა მეშვეობით აქვთ მოპოვებული… თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.
არტემ ვოლინსკი
რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში
ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი – ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები… როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად, წმიდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან ორადინუსს, დამასკოს პრონცს იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ.
ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი)
XIII საუკუნე
ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
პიეტრო დე ლა ვალე „სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628წ.
ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრის მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.
მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324წწ.)
რავი რაც ვნახე. არნაკლები აქვთ მუსულმან მემატიანეებსაც დაწერილი. მეზარება მოძებნა
ingfari
მარა რათ გინდა . ისეთი ჭირი გვჭირს რასაც ამპარტავნობა ქვია. არც ხმლის ქნევა გვშველის და არც წიგნის წერა.
This post has been edited by მაოძედუნი on 21 Oct 2025, 16:56