#62323016 · 21 Oct 2025, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Otherguylb @ 16 Oct 2025, 21:05 ) | მე ის მაინტერესებს მეომარი ერი რო ვართ ეს მითი საიდან გავრცელდა და რატომ.
|
ჰო, ამაზეც მინდოდა პასუხი გამეცა, მაგრამ მერე რუსუდანზე ლაპარაკს შევყევით.
XIX საუკუნემდე ე.ი. იმპერიალიზმის პიკამდე, პრაქტიკულად უწყვეტი სახელმწიფოებრიობა გვქონდა - ხან ძლიერი, ხან სუსტი, ხან სხვა ტერიტორიებსაც ვიმორჩილებდით, ხან ჩვენსას ვკარგავდით და ვასალობაში ვექცეოდით. მაგრამ როგორც სუბიექტი - იქნებოდა ეს ერთი სამეფო, თუ რამდენიმე სამეფო-სამთავრო - ვარსებობდით. ამავდროულად, შევინარჩუნეთ ეთნიკური ტერიტორიების დიდი ნაწილი და იშვიათად სხვათა ხარჯზეც ვფართოვდებოდით. ჩვენი მდებარეობის, რაოდენობისა და განსახლების არეალის გათვალისწინებით მშვენიერი შედეგია და ამას სხვა უნარებთან ერთად მხედრული სიქველეც სჭირდებოდა.
საქართველოში რატომღაც ხშირად ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვან ერებს ედრებიან და აქედან გამოაქვთ დასკვნები, მაგრამ ეს არ არის სწორი. ევრაზიაში 1-10 მილიონი ფარგლებში მყოფი ერები აიღეთ, შევადაროთ ჩვენი და მათი ისტორიული წარსული და ხვედრი (XX საუკუნეზე არ ვსაუბრობ), მხოლოდ რამდენიმეს ექნება უფრო მეტი და წარმატებული სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, უმეტესობა კი ჩამოგვრჩება.
|