#59544011 · 25 Aug 2022, 18:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბათუმში 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს - მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე მეზობლები არიან
25.08.22 17:02 გაზიარება ბათუმში 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს - მსხვერპლი და სავარაუდო მოძალადე მეზობლები არიან უმძიმესი ფაქტი ბათუმში - 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 30 წლამდე კაცის მეზობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ. მათი თქმით, კაცი მამასთან ერთად ნაქირავებ ბინაში თვეების განმავლობაში ცხოვრიობდა. მსხვეროლი და სავარაუდო მოძალახდე მეზობლები არიან. ადგილობრივების განცხადებით ახალგაზრდა კაცი მომხდარიდან მეორე დღეს, საცხოვრებელი სახლის ეზოდან აიყვანეს. ირკვევა, რომ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია. დაზარაკებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმოკლეს ვადებში კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზას ჩაუტარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საზარელი ინფორმაცია თავდაპირველად TV 25.GE-მ გაავრცელა.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|